Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ვინატრე ერთხელ...

ვინატრე ერთხელ,რომ მყოლოდა პოეტი ქმარი,
უცხო ოცნებამ გამაქანა სხვა სამყაროში.
გამართლებაა,თუ პირიქით,იღება კარი,
შემოდის იგი,არ უგდია ჯიბეში გროში.

შევკარი წარბი,გავთამამდი,მოვირგე როლი,
გაანჩხლებული გადავხედე ცარიელ სუფრას,
მან უდარდელად გამოუშვა თამბაქოს ბოლი
და ღვინის სული გააყოლა ახლობელ სუნთქვას.

ლექსი დავწერე,გუშინ შენთვის ვაკვნესე რითმა,
ო,დედოფალო რარიგ გშვენის წარბი შეკრული,
ღარიბიაო,მგოსნის ცოლი,ნეტავი ვინ სთქვა,
დავლიე ცოტა,ამისათვის რატომ მემდური?!

შემიწყდა სუნთქვა,დამიარა სხეულში სითბომ,
ო,პოეტებო,დაგელოცოთ მოდგმა და ფესვი,
გაწვდილ ხელებში ჯადოსნური ღიმილით თითქოს,
ამბორთან ერთად ჩამიტოვა ცინცხალი ლექსი.

ავყევი განცდებს,მომერია ჩემი ოცნება.
სულ სხვა ნოტაზე ამიმღერდა წარსულის ქნარი,
მაშინ გავცვალე ლექსში ქალის პატიოსნება,
როცა ვინატრე,მეც მყოლოდა პოეტი ქმარი.

ნანა მაეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.