Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!

მოდის, მოდის გაზაფხული,
თებერვალი სტვენს და ბერავს,
ხეებს, ხელით გაწაფულით,
მარტი, კაბას შეუკერავს.

ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ,
ზოგან კიდევ ალისფერად -
გააღვიძებს მძინარ კვრტებს
ვენახში თუ ჭალისპირად.

იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
გაზაფხული, გაზაფხული!

გაცოცხლდება დღეს თუ ხვალე
ნაბუდარი ძველისძველი,
თავს ჩიორა დასტრიალებს,
უკვე ჩადგა საძირკველი.

უკვე მოჩანს ბალავარი
მოჭიკჭიკე ჩიტის ბუდის,

პაწაწინა გალავანით,
ვით ქართული ბიჭის ქუდი.

იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი...
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!


გიორგი შატბერაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.