Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
imikima blog
მუცლით დაგქონდა შენ ჩემი გული,
ახლა ამ გულის ტკივილს რომ ვბედავ,
რატომ მიდიხარ ეხლა მდუმარედ?
რამე გეწყინა? მითხარი, დედა...
შენს ჭაღარასთან მიმძიმს ჩურჩული,
გალეულ მკლავებს კერავს ძარღვები,
შენ მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
ბრალს დაგდებ მე და გაგიავდრდები.
ასე მგონია, გაქრა ჰაერი
და აღარ ძალუძთ ფიქრებს, მასუნთქონ,
შემინდე, დედა, შენ რომ დუმხარ და
შენს ნაცვლად კითხვებს თვითონ ვპასუხობ...
გაფიქრებაც კი მითოშავს სხეულს,
დასასრულთან რომ გარინდულს გხედავ,
მომენატრები როცა ძლაიან,
მათხოვრად ვისთან მივიდე, დედა?
შენ წახვალ დილით, მოსულა დრო და
არ ძალმიძს, გთხოვო დარჩენა ჩემთან,
ნახევარიც კი ვერ მოვასწარი
იმ სათქმელიდან, რაც უნდა მეთქვა...
მოდი, სიზმარში შევხვდეთ და მერე
უთქმელ სათქმელსაც ათასჯერ გეტყვი,
და მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
სულზე საავდრე შავ ღრუბელს შევყრი.
მეტკინა გული, ამ ლექსსაც უკვე
დასრულება და წერტილი ნებავს,
არასდროს გეტყვი, მშვიდობით-მეთქი...
ნახვამდის, დედა!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.