Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
romantik blog

დედის თბილ ხელებს!...



"ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,

შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,

დედის კალთაში თავჩადებულს...არ გეშინია,

თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!

როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...

ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,

რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი-

და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!

ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,

დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,

-"მოგიკვდეს დედა!..."ამას სხვაგან არსად ამბობენ...

გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება!

და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,

დიდი ბავშვები...ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში...

მოვასწროთ ყველამ...დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,

ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!

გილოცავ დედის დღეს!!!...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება...
#2, 03.03.2012 - 19:01
დედის კალთაში თავჩადებულს...არ გეშინია,თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!gilocaavT!!!
#1, 03.03.2012 - 18:22
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.