Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Mshvidi-Tsurva blog

მე შეგეხები*

Уменьшить

ო, ეს ღიმილი გაშლას გავს ვარდის!

და ვიცი, შენთვის ჯერ მზეს არ უთქვამს,

რომ მაგ წამწამთა ტალღებში ჩადის

და დილით მოჰყავს შენს ამოსუნთქვას.

შენ ღმერთი გქვია, ხილული ღმერთი

და ყოველ ღამით იმ ზღვას ქმნი თითქოს,

რომელსაც ათას მდინარედ ვერთვი,

რომელშიც ფიქრი დახრჩობას ითხოვს.

და ვგრძნობ, რომ შენი ნამქერით, ფიფქით,

გადამაფითრებ, ვით თოვლი იას,

მე შეგეხები, შეხების იქით

და გაოგნების მოგიტან ნიავს.

შენს თბილ ხელისგულს მივაყრდნობ ნეკნებს

და ცრემლის ბილიკს მოვძებნი თვალზე,

მოვძებნი მკერდის გადაშლილ ზეგნებს,

რომ გავყვე განცდას, ვით ნადირს კვალზე,

რომ იქნებ ფეხი მომისხლტეს შენში

და ჩავიჩეხო მაგ თმებში ვნებად,

რომ თვლემა იგრძნო ამ სიშმაგეში

და გახელებით მოგვრილი შვება.

და შენს სხეულზე, ხალთა კუნძულებს

შევეხიზნები ფერებით, ნდომით,

შენს მზერას ბნედა მიაუძლურებს,

ვით მინდვრის ბალახს გათელვა ომით

და მერე, როცა ცისკარი მოვა

შენ გაისწორებ კაბის ნაკეცებს,

წახვალ... და დაღლილ ვნებათა გროვა

შემახებს მარტო ყოფნის საცეცებს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 14  |  negative votes: 0

Write comment:

წახვალ... და დაღლილ ვნებათა გროვაშემახებს მარტო ყოფნის საცეცებს.
#3, 05.03.2012 - 18:18
agni121 (40)
შენს თბილ ხელისგულს მივაყრდნობ ნეკნებსდა ცრემლის ბილიკს მოვძებნი თვალზე,
#2, 04.03.2012 - 02:22
შენს თბილ ხელისგულს მივაყრდნობ ნეკნებსდა ცრემლის ბილიკს მოვძებნი თვალზე...
#1, 03.03.2012 - 20:30
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.