Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ვერ შევეგუე უსიცოცხლო ცხოვრების მირაჟს...

ვერ შევეგუე უსიცოცხლო ცხოვრების მირაჟს,

ვერ შევეგუე ეკლესიას ღმერთის გარეშე,
ვერ შევეგუე ფსალმუნებში გარეულ ქვიშას,
ვერც მეფეთ სულში ჩაბუდებულ პირისფარეშებს.

ვერ შევეგუე პატივაყრილ ხატს ერთგულების
და ვერც ღალატის ბილიკებზე ნათრევ გატანას,
მათბობდა სითბო ნალურსმანი ხელისგულების
და უბოლოოდ, დაუნდობლად მძულდა სატანა...

ვერ შევეგუე ყოვლისშემძლე, კმაყოფილ კასტას,
ვერ შევეგუე მოშურნეთა ოქროს შალაშინს,
ვერ შევეგუე ვაჭრულ სიბრძნეს,ყველაფრის ამტანს,
ვერ შევეგუე ცხოვრებაში წესებს თამაშის.

ვერ შევეგუე ფარისევლის აღვლენილ ლოცვას,
ვერც აზრს,რომ არის სიყვარული მხოლოდ სიგიჟე,
ვერ შევეგუე ტკბილ სიტყვაში დაკლაკნილ მცოცავს,
გათამამებულ გულწრფელობას,სულის სიშიშვლეს.

და ამიტომაც დაგეძებდი ასე ჯიუტად,
და ამიტომაც დასაბამით თვალებს მერჩიე,
მე სიძულვილში,სიძულვილში ვკლავდი იუდას,
რომ სიყვარულით,სიყვარულით გადამერჩინე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

barbale (37)
ვერ შევეგუე ტკბილ სიტყვაში დაკლაკნილ მცოცავს,გათამამებულ გულწრფელობას,სულის სიშიშვლეს.
#5, 04.03.2012 - 21:19
მე სიძულვილში,სიძულვილში ვკლავდი იუდას,რომ სიყვარულით,სიყვარულით გადამერჩინე...
#4, 04.03.2012 - 19:09
რომ სიყვარულით,სიყვარულით გადამერჩინე.
#3, 04.03.2012 - 08:52
agni121 (39)
ვერ შევეგუე ტკბილ სიტყვაში დაკლაკნილ მცოცავს,გათამამებულ გულწრფელობას,სულის სიშიშვლეს.
#2, 04.03.2012 - 02:32
ვერ შევეგუე ფარისევლის აღვლენილ ლოცვას,ვერც აზრს,რომ არის სიყვარული მხოლოდ სიგიჟე,
#1, 03.03.2012 - 22:30
ვერ შევეგუე ტკბილ სიტყვაში დაკლაკნილ მცოცავს,გათამამებულ გულწრფელობას,სულის სიშიშვლეს.
04.03.2012 - 00:06
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.