Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ქალის სილამაზე ნეტა რა ფერია?

ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია?
ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია.

ქალის გახატება ნეტავ სად წერია?
ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.

ქალი ოცნებების არის მეპატრონე,
ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე.

ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია,
გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია.

ქალი ერთი არის სულში ჩაძირული,
მისი არსებობა გულში გაყინული.

ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით,
ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით.

ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს,
დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს.

მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა,
ქალი სათნოების ჩუმი სახებაა.

ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

rruru (54)
ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია,გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია.
#1, 03.03.2012 - 22:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.