Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog
მოცმციმე ვარკვლავს ჰგავდით გოგონა,
პირველად, რომ დაგინახეთ მაშინ,
თვალს ვერ გწყვეტდით ვაღიარებ, როგორ არ...
მაგრამ არც თქვენ დამრჩენიხართ ვალში...

თქვენი თმები გაწეწილი ქარისგან,
ტალღებად, რომ სრიალებდნენ მხრებზე...
შემიყვარდით... რომ იცოდეთ რა რიგად...
ერთი ნახვით გავმიჯნურდი თქვენზე...

მაპატიეთ, მომიტევეთ გოგონა,
რომ თავხედი ასე გაგითამამადით,
გეფიცებით, ამ წყეულის ბრალია,
გეფიცებით, ვეღარ დაგიმალავდით,

რომ ეგ თმები, გაწეწილი ქარისგან
და თაფლივით უტკბილესი თვალები,
ბოდიშით და... როგორ მეთქვა - არ მიყვარს?!
როცა მათზე ფიქრში დნება წამები...

მერცხალივით შემოფრინდით გულში და...
მზის სხივივით გამინათეთ ცხოვრება,
ერთი სიტყვა ჩამჩურჩულეთ ყურში და...
სიკვდილამდეც კი ის მემახსოვრება.

მოცმციმე ვარკვლავს ჰგავდით გოგონა,
ეულად, რომ ანთებულა ცაში,
თვალს ვერ გწყვეტდით ვაღიარებ, როგორ არ...
მაგრამ არც თქვენ დამრჩენიხართ ვალში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.