Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მხოლოდ დროებით

დრო ატრიალებს ქარის ლერწამებს,
მიწის ხავერდზე ცეცხლად მოფენილს,
გზები სიკვდილის ლანდებს ძერწავენ,
სული თუ გახდა სივრცის მპყრობელი?

მაღლა ახედე აპრილის ყვავილს,
ყვავილი მეტყვის: `მხოლოდ დროებით~.
და ბრწყინავს, როგორც ვარსკვლავი ღამის
წყალქვეშ დახრილი ჭადრის რტოები.

ყვავილი მეტყვის: `მე გძულდი დიდხანს,
ქვის სიჩუმეზე გაბატონებით~.
მერე მოწყენილ ალერსითYგკითხავს:
`შენც გხიბლავს ზეცის კაბადონებიი~

ნეტავ რა არის იმ ფანჯრის გარეთ,
რომელსაც ელტვის მზე კედლის განძთანი
ყელზე მკიდია აპრილის მთვარე,
როგორც უიღბლო ოცნების განცდა.

მაღლა ახედე აპრილის ყვავილს,
ყვავილი მეტყვის: `მხოლოდ დროებით~...
და ბრწყინავს, როგორც ვარსკვლავი ღამის
წყალქვეშ დახრილი ჭადრის რტოები...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.