Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დედას...

თითქოს პატარა ვარ,მოკლეკაბიანი,
ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,
შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,
ძალა მომეცემა შენით.
თითქოს დავეცი და კვნესა გაიგონე
ჩემსკენ გამორბიხარ ვხედავ.
მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ,
მალე რომ მომირჩეს დედა.
თითქოს გაგიცივდი,სული სიცხიანი
ბაგით მომისინჯე მძინარს,
ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და
დილა შემაგებე მცინარს.
დამსვი შენს კალთაზე, როგორც ბავშვობაში
წელზე შემომხვიე ხელი,
გულზე მიმიკარი,შვებად ამიკვნესე
ტკბილი იავნანა შენი.
წლები ვერ ერევა მხილოდ შენს სიყვარულს
მასთან უძლურია ბედი,
როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია,
აღარც მეტირება დედი.
მოდი წამიყვანე ისევ ბავშვობაში,
თორემ გამიძნელდა ხედვა,
შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში
ისევ დამაბრუნე დედა.
ვიდრე მეყოლები,ვიცი შემეძლება
შენით იმედები ვთვალო,
ჩემო მადლიანო,ჭირთა დამთმენელო
ჩემო თმაჭაღარა ქალო.
თითქოს პატარა ვარ,ისე მომეფერე,
ამსვი ვარსკვლავების ზედა,
გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე
მკერდზე დამაძინე დედა.


ნანა მეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.