Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

მარტიც გვესტუმრა

მარტიც გვესტუმრა, მაგრამ უცნაური... დახე, როგორ მრუშობს ბალი, სატრფოს უღალატა ალუბალთან ნაზად იღიმება, მალვით. ნახე გაუშლია კვირტი იასამანს, ბაფთად დაბნევია ხიბლი, მალე გაიშალოს, შენთვის აყვავილდეს, (მოვწყვეტ და მოგართმევ დილით...) მარტის სურნელია, ხომ ვთქვი უცნაური რაღაც აღარ გიჟობს ქარი, გახსოვს წერილში, რომ მომწერე თმებს მიშლის... დააწყნარე მარტი?! აჰა, დავაწყნარე, თანაც რა რიგად, რომ სიო ნელა არწევს ყვავილს, კვირტიც იხეთქება, შენთვის გაიშლება (მოვალ და ჩაგიბნევ თმაში...)

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.