Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

წადი თუ გსურს სადაც გინდა ოღონდ გულში გყავდე...

დამემალე სადაც გინდა
წადი ცხრა მთას იქით,
თვალს დავხუჭავ ჰოდა ყველგან
გამოგყვები ფიქრით.

შენს ზაფხულში ვიგვალვებ და
გაზაფხულსაც ავრევ
მაისს წვიმით გადაგილბობ
გუბე გუბედ დავლევ.
შემოდგომას დაგიკემსავ
ოქროსფერი მატყლით
ღიმილს ჩემსას,ტოტს მოვამტვრევ
შენს ღიმილზე ვამყნი.
ზამთარის გულზე დაგაკვალავ
ბილიკების გროვას,
სადაც გინდა გამექეცი
მაინც შენთან მოვალ.
იმიტომ,რომ მიმიჩვიე
როგორც დილამ მზე და
უკვე მარტოს მეშინია
ძილსაც კი ვერ ვბედავ.
შენს ნაკვალევს ვეძებ ყველგან
ნაბიჯ ნაბიჯ დავდევ
წადი თუ გსურს სადაც გინდა
ოღონდ გულში გყავდე...


Tags:

 
Interesting
positive votes: 26  |  negative votes: 0

Write comment:

yadiogli (26)
#3, 06.03.2012 - 17:16
06.03.2012 - 17:28
შენს ნაკვალევს ვეძებ ყველგანნაბიჯ ნაბიჯ დავდევწადი თუ გსურს სადაც გინდაოღონდ გულში გყავდე...
#2, 04.03.2012 - 21:21
06.03.2012 - 17:27
agni121 (40)
შენს ზაფხულში ვიგვალვებ და გაზაფხულსაც ავრევ მაისს წვიმით გადაგილბობ გუბე გუბედ დავლევ.
#1, 04.03.2012 - 20:35
შემოდგომას დაგიკემსავოქროსფერი მატყლითღიმილს ჩემსას,ტოტს მოვამტვრევშენს ღიმილზე ვამყნი...
06.03.2012 - 17:26
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.