Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

სინანულის შესახებ

ყველას მოგვწონს ლამაზი ადამიანები, ლამაზი ბუნება, სურათები, შენობები. ყველას გვიოცნებია, ვყოფილიყავით უფრო ლამაზები, ბედნიერები, ვიდრე ვართ. ეს სრულიად ბუნებრივია. იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის მშვენიერი და მისი შექმნილი ადამიანი შეუძლებელია სიმახინჯეს შეეგუოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ლამაზი ტანსაცმელი, ახალი ვარცხნილობა ან სამკაულები საკმარისი არ არის.


fb822606a302.jpg

  
ადამიანის სული თვალით არ ჩანს. მაგალითად, გარეგნულად მოსაწონი ადამიანის ბოროტი ფიქრები, მისი ამპარტავნება ან მატყუარობა არ ჩანს. ჩვენ ისიც არ ვიცით, სინამდვილეში როგორია ჩვენივე სული, რადგან მხოლოდ საკუთარ კარგ თვისებებს ვამჩნევთ, ცუდის შესახებ კი თავსაც არ ვუტყდებით. ხშირად, როცა მშობელს, მეგობარს, დას ან ძმას ვაწყენინებთ, იმათვე ვადანაშაულებთ, ვამტყუნებთ, ვამბობთ, რომ ყველაფერი მათი ბრალია და ჩვენ კი სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით.

...მაგრამ გარდაცვალების შემდეგ საკუთარ სულს ისე დავინახავთ, როგორც ახლა ვხედავთ საკუთარ თავს სარკეში. შეიძლება შეგვაშინოს, უფრო მეტიც, შეგვაძრწუნოს საკუთარი სულის დანახვამ, თუკი ახლავე არ ვიზრუნეთ მის გამშვენებაზე, გალამაზებაზე, გასუფთავებაზე, რადგან ყოველი ჩვენი ფიქრი, სიტყვა თუ საქმე ჩვენსავე სულზე კვალს ტოვებს, როგორც ქაღალდზე - ასოები, როგორც ტილოზე - საღებავი.

ყველა მხატვარი, მწერალი ან მოქანდაკე ვერ იქნება, მაგრამ ღმერთმა ყველას მისცა ნიჭი, იყოს საკუთარი სულის მხატვარი, მისი გამამშვენებელი.





წარმოიდგინეთ, სასუფეველში ანუ ჩვენთვის გამზადებულ მარადიულ სახლში ღმერთი გვეპატიჟება წვეულებაზე, სადაც ჩვენი სულები ისევე გამოჩნდება ღვთის წინაშე, სხვების დასანახად, როგორც გამოფენაზე სურათები...

როგორ ვისწავლოთ საკუთარი სულის გალამაზება, რომელი საშლელით ამოვშალოთ ჩვენი ცხოვრებიდან ის მახინჯი ხაზები და ლაქები, რაც ჩვენს სულზე ჩვენივე ცუდმა საქციელმა, ცოდვებმა გააჩინა?

სულის მშვენიერი საღებავები ქრისტეს მცნებების შესრულებაა. ქრისტეს ყველაზე მთავარი მცნება კი სიყვარულია. ოღონდ არა მარტო ჩვენი ოჯახის, მეგობრების, სამშობლოს თუ ღმერთის სიყვარული, არამედ სხვა ადამიანებისაც, რომლებიც გვხვდებიან ეზოში, სკოლაში, ქუჩასა და მოგზაურობისას, სოფელში ან აგარაკზე ყოფნისას.



8602c01425de.gif

საშლელი - სინანულია. თუ ჩვენ გულწრფელად ვნანობთ საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს და ამას აღსარებაში ვამბობთ, საშინელი, შავი თხუონები უკვალოდ ქრება.

არ გეგონოთ, რომ სინანული მწუხარებას, მოწყენას გვმატებს, გუნებას გვიფუჭებს, საოცარია, მაგრამ პირიქით ხდება. ისევე, როგორც მტვრიან, ცხელ დღეს წვიმის შემდეგ ჰაერი სუფთავდება, ფოთლებისა და ბალახის სიმწვანე კი ხასხასდება, სინანულის შემდეგ ახალი ძალებით ვივსებით, ჩვენი სულის ნახატის ფერები კი კრიალდება და ნათებას სწავლობს.


www.shemoqmedi.ge
     

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

არ გეგონოთ, რომ სინანული მწუხარებას, მოწყენას გვმატებს, გუნებას გვიფუჭებს, საოცარია, მაგრამ პირიქით ხდება.
#4, 04.03.2012 - 21:25
საშლელი - სინანულია. თუ ჩვენ გულწრფელად ვნანობთ საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს და ამას აღსარებაში ვამბობთ, საშინელი, შავი თხუონები უკვალოდ ქრება.
05.03.2012 - 15:22
თუ ჩვენ გულწრფელად ვნანობთ საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს და ამას აღსარებაში ვამბობთ, საშინელი, შავი თხუონები უკვალოდ ქრება.
#3, 04.03.2012 - 21:00
სულის მშვენიერი საღებავები ქრისტეს მცნებების შესრულებაა. ქრისტეს ყველაზე მთავარი მცნება კი სიყვარულია.
05.03.2012 - 15:21
ყველა მხატვარი, მწერალი ან მოქანდაკე ვერ იქნება, მაგრამ ღმერთმა ყველას მისცა ნიჭი, იყოს საკუთარი სულის მხატვარი, მისი გამამშვენებელი.
#2, 04.03.2012 - 20:54
ისევე, როგორც მტვრიან, ცხელ დღეს წვიმის შემდეგ ჰაერი სუფთავდება, ფოთლებისა და ბალახის სიმწვანე კი ხასხასდება, სინანულის შემდეგ ახალი ძალებით ვივსებით, ჩვენი სულის ნახატის ფერები კი კრიალდება და ნათებას სწავლობს.
05.03.2012 - 15:22
agni121 (39)
ყველა მხატვარი, მწერალი ან მოქანდაკე ვერ იქნება, მაგრამ ღმერთმა ყველას მისცა ნიჭი, იყოს საკუთარი სულის მხატვარი, მისი გამამშვენებელი.
#1, 04.03.2012 - 20:32
სულის მშვენიერი საღებავები ქრისტეს მცნებების შესრულებაა. ქრისტეს ყველაზე მთავარი მცნება კი სიყვარულია.
05.03.2012 - 15:21
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.