Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

სააღდგომო პასკა (კულიჩი)


ინგრიდიენტები
  • 15 ც კვერცხი
  • 1,5კგ შაქარი
  • 500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
  • 500-700 გრ არაჟანი
  • 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
  • 1ჩ.კ. ვანილი
  • 1 ჩ.კ. მუსკატი
  • 1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
  • 1ჩ.კ. დარიჩინი
  • 2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
  • 2კანიანად გატარებული ლიმონი
  • 500გრ ქიშმიში
  • ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)
  • ცალკე აიღეთ
  • 5-6 ს.კ საფუარი
  • 1 ჭ თბილი წყალი
  • 1 ლ თბილი რძე
  • 1ს.კ. შაქარი
  • მარილი
  • ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან



მომზადების წესი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.
თბილ რძეს დაამატეთ წყალი და გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.
გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა.
შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.
ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.
მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი
თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 2/3-ზე და ცოტა ხნით დაასვენეთ.




გამოაცვხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.
  1. ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2014 Face.ge - all rights reserved.