Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

მე და ასმეთაური....



ასფალტზე გუბეები წვიმისგან...
ჰაერში მოდალოდნელი გაზაფხულის სუნი...
თვე თებერვალი...
ქუჩაში მე და ასმეთაური..
რამოდენიმე ცნობისმოყვარე თვალი ....
- მთლი ასეული მაბარია და ყველა უსიტყვოთ მემორჩილება და ეს თითისტოლა ბავშვი ვერ მოგარჯულე -ბუზღუნებს
-კიდევ რა გინდა ?მე შენი რობოტი ჯარისკაცი კი არ ვარ -..ვთამაშობ დაუსრულებლად მის ნერვებზე .ყოველ ჯერზე ახალი წესებით და გამარჯვებულიც მუდამ მე ვარ, რადგან არ მიყვარს...
მიყურებს....
ესე მგონია სულში ჩამხედავს თავისი ღრმა ჭრელი თვალებით და ჩემს აზრებს წაიკითხავს....
ვუმალავ თვალებს....
ვუმალავ სულს..
-ვინმემ გითხრა გამომყევიო?
,,რომ არ გამომყოლოდა ნეტავ როგორ მივდიოდი სახლში''
-წავიდე?-ჩერდება
-როგორც გინდა-ვჩერდები მეც
,,სად უნდა წავიდეს,ღამდება.... მარტო როგორ წავალ?''
არ ვიმჩნევ...
-დავბრუნდე?-მეკითხება იმ იმედით რომ არას ვეტყვი და ისევ მისი თვალები... წამით მისი მზერა...სიღრმეში დალექილი დარდი..უამრავი მარცხი და უამრავჯერ ცხოვრების თავიდან დაწყება...
მცხვენია, რადგან ვიცი შემიძლია გავუფერადო ცხოვრება...და არ მსურს..
უბრალოდ არ მსურს...
ამის მაგივრად ისევ ვტკენ და იმიტომაც მეჩვენება ეს დარდი ჩემეული....
მხრებს ვიჩეჩ..
-როგორც გენებოს ჩემთვის სულ ერთია-,,თუ სულ ერთია მაშინ რატომ ვუყრეკავ ჩემს ყველა გასაჭირზე ცხოვრებაში.
რატომ ვიღებ მისგან რჩევებს..
რატომ მიხარია როცა მიკითხავს შექსპირს დაუსრულებლად...
რატომ ვგრძნობ თავს დაცულად მის გვერდით ისეთი შეგრძნებით, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს და მე არ მომიწევს ფიქრი რა და როგორ... მე შემიძლია დავტკბე სიმშვიდით..
რატომ ვარ ამაყი როდესაც ქუჩაში მომყვება მომწვანო- მოყავისფრო ფორმით..
ვინ წყვეტს რომ სულ ერთია ...
ქვეცნობიერი?
უფრო გული..
რატომ
არ ვიცი.....''
მე მივდივარ ჩემთვის...
ის მიდის თავისთვის...
მე ჩემს გზაზე ...
ის თავის გზაზე...
არა...
ისიც ჩემს გზაზე ჩემთვის...
-ოჰ ისევ შენ ხარ?-ირონია საკმარისზე მეტი როდესაც ისევ მიახლოვდება...
არ იმჩნევს..
-ოო როგორ დამღალე....-ხმა რომელსაც ვერ ვიტან. გაბზარული ტემბრი...სადღაც გულის სიღრმიდან ამომსკდარი ჩემს შესარყევად...
-ასაკის ბრალია ლეიტენანტო.-ვაჯავრებ ისევ თითქოს ღიმილით მაგრამ ჩვენს შორის 13 წელია... მთელი ცამეტი და მას არ ეღიმება რატომღაც...
ღამდება ჩემს ქალაქში...
წყნარდება დღე...
სახლიდანაც კი არ მომიკითხეს....
ყველა ენდობა ...
გაჩერება...
-ტაქსით მიდიხარ-მიწყვეტს ის
-არაფერიც -ვჯიუტობ ისევ...
წვიმს....
ველოდები..
ველოდებით დაუსრულებლად...
-ეხლა გიყურებ რას იზავ. ჯიუტი ხარ და არ გესმის ადამიანის-მიღიმის არა საყვედური, რაღაც ისეთი ტბილი თვალები აქვს ბავშვს რომ უყურებ გინდა გაუბრაზდე და სიყვარულისგან ვერ უბრაზდები....
-წავალ ფეხით-გადაწყვეტილება მიღებულია ერთ წამში....
-გაგიჟდი?-იცის რომ წავალ -მეც მოვდივარ
-როგორც გინდა..მე წავედი-ვდგევარ, ვსველდები....
-მარტო ასრად არ გიშვებ -დგას და სველდება..
-წავედი...
-მეც..
გვეცინება...
ამ მომენტში ჩემი ტოლი მგონია 13 წელიც წაშლილია და ყველა ზღვარი ჩვენს შორის..არც მისი ფილოსოფია ეჩვენება ჩემს ბავშვურ გონებას დამღლელად..არც მისი მოუცლელობა ...
მკიდებს მაგრად ხელს და ტაქს აჩერებს..
-შენ არ მოდიხარ-ვუხურავ კარებს..
მიყურებს და ისევ გაქცევის სურვილი, თორემ ეს ეს არის ჩემს სულში ჩაიხედა და ძალიან ეტკინება რომ ის იქ არ არის..ფიქრადაც არ არის...
მივდივარ..
დგას უძრავი..
უკან ვიხედები..
ის ისევ იქ არის, სადაც დავტოვე...
მე სულ მივდივარ...
მან ეს იცის...
....
მიშვებს

Tags:

 
Interesting
positive votes: 40  |  negative votes: 0

Write comment:

ქალების დაუფიქრებლობა რომ არა...ესე არც ჩვენ ლეიტენატს შეუყვარდებიდა კაცი მაინც დამთმობია,,,და მან სიყვარულიც დათმო...მესმის შემთხვვა:
#16, 23.03.2012 - 14:28
NiIiNikOo (23)
მე სულ მივდივარ...
მან ეს იცის...
....
მიშვებს
#15, 14.03.2012 - 08:26
#14, 13.03.2012 - 10:57
nanu111 (30)
#13, 12.03.2012 - 22:28
elize (29)
მივდივარ..
დგას უძრავი..
უკან ვიხედები..
ის ისევ იქ არის, სადაც დავტოვე...
მე სულ მივდივარ...
მან ეს იცის...
#12, 12.03.2012 - 15:02
მიშვებს
12.03.2012 - 15:04
13lika13 (36)
ის ისევ იქ არის, სადაც დავტოვე...
მე სულ მივდივარ...
მან ეს იცის...
....
მიშვებს
#11, 11.03.2012 - 23:27
#10, 11.03.2012 - 20:10
ninucia12 (18)
(Y)
#9, 10.03.2012 - 15:10
teklat (28)
მე სულ მივდივარ...
მან ეს იცის...
#8, 10.03.2012 - 00:47
cisiaa (26)
wadi me dagTmob...
ara imitom rom ar miyvarxar,
anda mombezrdi...
ar gaijero, ar gaikvirvo,
xalxis Wori da mieT-moeTi.

Soridan minda Cemi gjerodes,
Seni lamazi Tvalebis mwamdes.
Tund ganSorebis Jami erTvodes,
oRondac Seni survili mklavdes.

yovel cismares mezizmrebode.
jebir morRveuls melandebode.
ogond miyvarde, oRond mindode.
oRond msurde da menatrebode...

wadi...
me dagTmob...
ara imitom rom ar miyvarxar
anda mombezrdi...
ar daijero ar gaikvirvo,
xalxis Wori da mieT-moeTi...

wadi...
me dagTmob...
#7, 09.03.2012 - 20:15
09.03.2012 - 20:17
1  2  [»] 

© 2017 Face.ge - all rights reserved.