Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iviko74 blog

"მიმღერე მე"...

რა უსაშველო მწუხრი და ფიქრია, შენი სიშორე,
ვერა,ვერ შეგხვდი,ვერ ვპოვე მე,შენში სავანე,
მაგრამ იცოდე შენს სახეს, შენ სინაზეს ვერ მოვიშორებ,
რადგან ხარ შენ სიყვარულის წმინდა სათავე.
მოდი და ნისლები გამიფანტე,
მოდი და ოცნება ამისრულე,
სიავეს ამარიდე,
ღიმილი დამიბრუნე.
მიმღერე მე, რომ ხალისობდეს დღე,
შენს იისფერ თვალებს მე კვლავ შევხვდები მე,
ათასი წლის მერე...
სხვებთან ვხალისობ მარტო სულ მარტო, სად არ ვედები,
შენი ტრფიალი სულ სხვა გზით, სულ სხვა მხრით მივექანები,
გრძნობა დაცლილი ხან აღმა,ხანაც დაღმა დავეხეტები,
მუზებს ვანდე ჩემი სულის იალქანები.
არსებობ ო, როგორ მეგულები,
შორით ხარ ძალიან მენატრები,
სულ მუდამ კელაპტრობენ,
ჩემს სულში ეგ თვალები.
მიმღერე მე, რომ ამობრწყინდეს მზე,
შენს იისფერ თვალებს, მე კვლავ შევხვდები მე,
ათასი წლის მერე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

შორით ხარ ძალიან მენატრები,
სულ მუდამ კელაპტრობენ,
ჩემს სულში ეგ თვალები.
#1, 08.03.2012 - 18:54
 

User
offline
offline iviko74 (42)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.