Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog
შენ ვერ იხილავ ჩემს გულში სევდას,

შენ, მონატრების წამი წამართვი..

წამი, რომელიც დღეს ისევ ფეთქავს

ასჯერ მაჩუქე, ასჯერ წამართვი,

და მონატრების უძილო ღამით,

ბოროტი რითმა ტრიალებს ჩემთან..

ო, როგორ მინდა დაგსაჯო რამით

და აგაცილო უფლის დიდ რისხვას..

მაგრამ აზრები ისევ ჩაივლის

და მონატრებით შევცქერი მიზანს,

მიზანს, რომელიც შენს გულს გაივლის

და სათნოებით ამივსებს რითმას,

და მე, ღამესთან დამეგობრებულს,

მაინც შემიცვლის აზრები მიზანს

და რითმა ასე მონატრებული

კვლავაც დარჩება ჩემს გულში დიდხანს

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.