Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა...

ფეხის წვერებზე ავიწევი
ბოლომდე ავმაღლდები და
სიჩუმეს ჩავისუნთქავ...
მერე
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
ღამით ქარს მოვუსმენ,
ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი-
მზეში, ჰამაკში ჩავჯდები,
ლექსების კრებულს
კალთაში ჩავიდებ და
ერთხელაც არ გადავშლი-
ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს...
მზე თვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...

Tags:

 
Interesting
positive votes: 18  |  negative votes: 0

Write comment:

#3, 16.03.2012 - 18:45
16.03.2012 - 19:30
rruru (55)
მზე ზტვალებში ჩამანათებს,
ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა,
უხერხულად გავიმშრალებ სახეს და
ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად...
#2, 16.03.2012 - 16:56
16.03.2012 - 16:56
agni121 (41)
სახლისაკენ ასკინკილით წავალ,
მეზობლის ალუჩებს
მოჭუტული მზერით ავხედავ და
ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან...
#1, 16.03.2012 - 16:39
if aluchaaaaaaa
16.03.2012 - 16:40
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.