Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
usabuto blog

.........................

იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს,
დავივიწყებდი განშორებით გახსნილ იარებს,
დაღლილი გული საქციელებს მუდამ მიოცებს,
ვერ დაგივიწყე, არაფრით არ გადამიარე.

სულ ერთი კონა, ოღონდ მხოლოდ შენი ხელებით,
იქნება გულმა გიჩურჩულოს ჩემი სურვილი.
ლურჯთვალა იებს შენს ხელებში მოვეფერები
და ვიტყვი ნატვრებს მოვუკალი ყველა წყურვილი.

იის კონაში დღეს სიცოცხლეს ვიძლევი ქალი,
ალბათ სისუსტემ საბოლოოდ გაწყვიტა ძარღვი.
დე, დარჩეს ჩემად ახდენილი ოცნების ვალი,
იის ფოთლებში სიხარულის ცრემლებს თუ ჩავღვრი.

იის კონაში გადავცვლიდი ანთებულ თვალებს
რა გამხელილი სისუსტეა ქალის თხოვნაში,
რარიგ ტკივილით განუვლიათ ცხოვრება ქალებს,
ვისაც სიცოცხლე გაუცვლია იის კონაში.

იის კონაში დღეს ღიმილს და სიყვარულს გავცვლი,
უსურნელო და უყვავილო არაფერს ვგავარ,
ყველა ოცნებას ამ პატარა კონაში დავცლი
და შენგან ნატვრა ახდენილი იებით წავალ.

იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს.....

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.