Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

კომუნალური გადასახადები

ბოლო წლებია მცენარეს ვგავარ:
მხოლოდ ღმერთია ვინც ზრუნავს ჩემზე.

ნაადრევად დავძმარდი...

მივედინები ახლა მძაფრი სურნელით,
ხრწნადი ოცნებების და მოლოდინების
რიყეზე.

კარებში გაჩრილ ქვითრებს,
ვერ ახდენილი ოცნებები მიხდიან.

მთელი ზამთარი ვიყინებოდი,
მთელი ზამთარი თოვლს ვადნობდი ხელის გულებით,
რომ დამელია უშაქრო ჩაი...

ცოტაც და ერთ ოცნებას დავაფრთიანებ...

კადრს მიღმა:

გაზაფხულია...
1 ოთახიან ბინას მიაშენებენ
მერცხლები – მეორეს.
(საფრთხობელას მაინც არ ვკიდებ)
ფეხებზე მკიდია თუ ქულებს მომიმატებენ!

წითელი ლენტების ახალი "პარტია"
შაბიამანის კონკურენტია ბაზარზე!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.