Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

უფლის წყალობით, კარგი ადამიანები ხომ კიდევ არსებობენ… (mapatiet,avtori ar vici...)

მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… ცხოვრების მგზავრი, რომელმაც მხოლოდ ის იცის, რომ არაფერი არ იცის… ადამიანი, რომელიც ამაოდ მიისწრაფის სრულყოფილებისკენ და ბავშვობის ფერად სამყაროს სინანულით გაჰყურებს უკან… კვლავაც ცისარტყელის ფერებით ცდილობს ნაცრისფერი რეალობის გაფერადებას და ხშირად ამ ფერებს ვერსად პოულობს…


ძნელია იცხოვრო სამყაროში, სადაც გული ან რკინის უნდა გქონდეს, ან გატეხილი, რომ იარსებო… სამყაროში, სადაც გულწრფელობა, სიკეთე და სიყვარული უკვირთ და უზნეობა, ადამიანებს შორის სიცივე და უნდობლობა ჩვეულებრივი მოვლენა გამხდარა….

მე არ მინდა ასეთ სამყაროში ცხოვრება… და უძლურების კედელთან მდგომი ვთხოვ უფალს მომცეს მოთმინება ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, გამბედაობა, რომ შევცვალი ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რომ განვასხვავო ერთი მეორესაგან…ხშირად ოცნებები ცუდად თანხვდება ხოლმე რეალობას… ხანდახან ისეთი მძიმეა თვალი გაუსწორო სინამდვილეს… ძნელია თვალის დახუჭვა და იმის აღიარება, რომ სულიერი ღირებულებები მხოლოდ წარსულის ფურცლებზეღა დარჩა და სადღაც, ისტორიის მტვრიან თაროზე, განათავსა ადამიანთა უმრავლესობამ…მაგრამ, უფლის წყალობით, კარგი ადამიანები ხომ კიდევ არსებობენ… მე ვეძებ ასეთ ადამიანებს და მათ ჩემს სამყაროში ვაგროვებ…

ჩვენი სიცოცხლე ქვიშის საათს ჰგავს… არ ვიცით, როდის ჩამოვარდება ქვიშის ბოლო მარცვალი… მინდა ჩემი ცხოვრების გზა სუფთა, ღისეული და შინაარსიანი იყოს… ცხოვრება ხომ, იგავ–არაკივით, სწორედ შინაარსით იზომება და არა სიგრძით…


Tags:

 
Interesting
positive votes: 28  |  negative votes: 0

Write comment:

avram (58)
ცი ფერს ყოველი ერთი საკუთარი თვალით უყურეგს. არ გვაქ უფლება რომ სხვას მიუთითოთ რა ფერისა ცა და ამით იმედი მოუკლათ. მე არ ვამბობ რო ყველაფერი კარგია მაგრამ
გამოსთორება სეუზლიათ მხოლოდ ოფტიმისტებს
#4, 18.03.2012 - 22:12
avram (58)
qovel sibneleshi shizleba dainaxo sota shuki romelsas qvia imedi. imedi tu mokvda mashin kasobriebis 90%caishleba. naxe uzarmazar sashi patara mze rogor atbos msoplios
#3, 17.03.2012 - 12:04
კვლავაც ცისარტყელის ფერებით ცდილობს ნაცრისფერი რეალობის გაფერადებას
17.03.2012 - 15:42
rruru (55)
ჩვენი სიცოცხლე ქვიშის საატს ჰგავს...არ ვიცით, როდის ჩამოვარდება ქვიშის ბოლო მარცვალი... მინდა ჩემი ცხოვრების გზა სუფთა, ღირსეული და შინაარსიანი იყოს... ცხოვრება ხომ, იგავ-არაკივით, სწორედ შინაარსით იზომება და არა სიგრძით...
#2, 17.03.2012 - 00:29
ხანდახან ისეთი მძიმეა თვალი გაუსწორო სინამდვილეს… ძნელია თვალის დახუჭვა და იმის აღიარება, რომ სულიერი ღირებულებები მხოლოდ წარსულის ფურცლებზეღა დარჩა
17.03.2012 - 00:31
agni121 (41)

ჩვენი სიცოცხლე ქვიშის საათს ჰგავს… არ ვიცით, როდის ჩამოვარდება ქვიშის ბოლო მარცვალი…
#1, 17.03.2012 - 00:08
17.03.2012 - 00:12
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.