Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

მამულზე ლოცვით ამოვქარგე გულის ფიცარი!




ჩემი აკვანი დაარწიეს ქართულ მიწაზე,
ქართული მზის და ზეცის მადლი მფარველად მდევდა.
ალბათ ქართულის ღვთიურობაც მაშინ ვიწამე,
იავნანას რომ მიმღეროდა ქართველი დედა.

და მერე, როცა განეშორა არტახებს ხელი,
ციცქნა ტერფებმა ბალახები გათელა სოფლის,
როს დედაენის ანა–ბანას დაუდგა ჯერი,
სიყვარული რომ შემომენთო ქართველად ყოფნის.

ვიგრძენი სითბო, ავსებული, ქართული სახლის,
ვნახე წინაპრის გაკვალული ქართული გზები,
როცა გავიგე საქართველო ყოფილა რა ხნის,
მაშინ ქართული სიამაყით გავშალე მხრები.

გადამიშალეს ისტორია ტანჯული ერის,
მდუღარე ცრემლით გულიანად ავტირდი როცა,
ვიგრძენი უხვი სათნოება ქართველი ბერის,
სამშობლოსათვის რომ შეეძლო უწყვეტი ლოცვა.

მითხრეს, რომ მყავდა წინაპარი ნამუსით სუფთა,
რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობელისა,
ყველაფერს ქართულს, მსურს ქართული მადლობა ვუთხრა,
რომ ამ მადლიან მიწა–წყალზე ყოფნა მაღირსა.

მამულზე ლოცვით ამოვქარე გულის ფიცარი,
მიწის მადლი და სიყვარული ღმერთამდე მიმყავს,
ერთი სამშობლო გამაჩნია დასაფიცარი,
სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 27  |  negative votes: 0

Write comment:

სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს.
#6, 31.03.2012 - 20:40
ყველაფერს ქართულს, მსურს ქართული მადლობა ვუთხრა,
რომ ამ მადლიან მიწა–წყალზე ყოფნა მაღირსა.
31.03.2012 - 20:58
te-o (29)
სამშობლოს უკვდავების ხე,დრო და დრო პატრიოტების სისხლით უნდა მოირწყას!!!♥
#5, 31.03.2012 - 17:00
31.03.2012 - 17:04
teamasi (44)
მითხრეს, რომ მყავდა წინაპარი ნამუსით სუფთა,
რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობელისა,
ყველაფერს ქართულს, მსურს ქართული მადლობა ვუთხრა,
რომ ამ მადლიან მიწა–წყალზე ყოფნა მაღირსა.
#4, 31.03.2012 - 09:09
31.03.2012 - 15:42
xatia-83 (34)
ერთი სამშობლო გამაჩნია დასაფიცარი,
სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს.
#3, 31.03.2012 - 03:16
31.03.2012 - 15:42
ერთი სამშობლო გამაჩნია დასაფიცარი,
სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს.
#2, 30.03.2012 - 23:55
31.03.2012 - 15:41
მამულზე ლოცვით ამოვქარე გულის ფიცარი,
მიწის მადლი და სიყვარული ღმერთამდე მიმყავს,
ერთი სამშობლო გამაჩნია დასაფიცარი,
სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს...
#1, 29.03.2012 - 23:40
ერთი სამშობლო გამაჩნია დასაფიცარი,
სწორედ ამიტომ საქათველო სხვაგვარად მიყვარს.
29.03.2012 - 23:42
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.