Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Charles Bukowski - Death Wants More Death



სიკვდილს უფრო მეტი სიკვდილი სურს და ქსელებით ივსებს თავს:
მახსოვს მამაჩემის ავტოფარეხი, ბავშვობაში
რომ ბუზების ნეშთებისგან ვასუფთავებდი
ფანჯრებს, რომლის მიღმაც ცდილობდნენ გაქცევას –
მათი წებოვანი, საშინელი, ვიბრაციული სხეულების
ყვირილი, როგორც მუნჯი და გიჟი ძაღლების ყეფა მინის წინააღმდეგ,
რომლებსაც მხოლოდ ტრიალი და კრუნჩხვა დარჩენოდათ
იმ უსაზღვროდ გრძელ წამში, ვიდრე ჯოჯოხეთი ან სამოთხეა
განთავსებული, სასრულთა სასრულის მიჯნაზე.
შემდეგ კი, ობობა რუხი სოროდან
ნერვიულად წარადგინდა ხოლმე თავს,
აჩონჩხილი ნაწილებით
ჩამოეკიდებოდა,
სრულიად გაუაზრებლად
და მერე კი სრულიად გააზრებულად –
რაღაცა ძალა გზავნიდა დაბლა, თავისი ქსელით,
სველი ქსელით,
პირდაპირ სუსტად მობზუილე, პულსირებად ფარისკენ;
სასოწარკვეთილი იქნევდა (ბოლოჯერ) თმიან ფეხებს
მინის წინააღმდეგ,
იქით, სიცოცხლისკენ, მზისკენ,
სითეთრეში გახვეული;
თითქმის ისევე, როგორც სიყვარულში.
ობობა ჩუმად წოვდა და
წოვით ივსებდა თავს
ჯერ კიდევ ცოცხალი არსებით;
რომელიც ზურგზე ფართხალებდა
და თავისივე სისხლით ხატავდა
მისგან გადმოღვრილ სამყაროს,
რა დროსაც ჩემს ტაძარში გაისმა ყვირილი,
და მე ვისროლე ცოცხი მათ წინააღმდეგ:
ობობა – მოდუნებული ობობის მრისხანებით
კვლავ თავის ნადავლზე ფიქრობდა
და მოტეხილ ფეხს აქანავებდა.
ბუზი ძალიან მშვიდად იყო;
ბინძური გორგალივით ჩანდა ცარცის თეთრ ფონზე;
მე შევაზანზარე დამარცხებული მკვლელი
და ის, გაღიზიანებული და დაკოჭლებული
მიადგა რომელიღაც ბნელ კუნჭულს,
მე აღვკვეთე მისი ზანტი მოქმედება
და მისი კრუნჩხვა, როგორც გატეხილი გმირის
და ცოცხით დავუმტვრიე ფეხები,
თავს ზემოდან
რომ აქანავებდა
და მიყურებდა,
მიყურებდა თავის მტერს
და ღირსეული სიკვდილით კვდებოდა
ხილვადი ტკივილის გარეშე.
უბრალოდ მიხოხავდა პირუკუ,
ნაწილ–ნაწილ
და არაფერს ტოვებდა უკან
ვიდრე მისი წითელი შიგთავსი
გასკდებოდა
როგორც გაცხადებული საიდუმლო.
და მე გავიქეცი როგორც ბავშვი,
რომელმაც ღვთაებრივი მრისხანების ნაბიჯი გადადგა,
უკან; მარტივ და ბრწყინავ მზესთან,
გაოცებული,
რადგან სამყარო კვლავ
მიღიმოდა და განაგრძობდა ბრუნვას.
ნუთუ ვერავინ დაინახა,
ან შენიშნა ჩემი დანაშაული.


Beqza...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.