Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Charles Bukowski – Confession


აღსარება

სიკვდილს ველოდები,
როგორც კატა,
რომელიც საწოლზე
ამოხტება.

როგორ ვწუხვარ
ჩემი მეუღლის გამო...

როცა ის იხილავს
გაქვავებულ,
თეთრ
სხეულს,
ის შეაჯანჯღარებს ერთხელ,
შემდეგ შესაძლოა
მეორეჯერაც;

"ჰენკ!"
ჰენკი არ
უპასუხებს.

მე ჩემი სიკვდილი კი არ
მადარდებს, არამედ ჩემი მეუღლე,
რომელიც ამ
არარას გროვასთან
დარჩება.

მე მინდა
იცოდეს მან,
რომ
ყველა ეს ღამე
და მის გვერდით
ნანახი სიზმრები,

ყველა უსარგებლო
არგუმენტიც კი,
წვრილმან
მშვენიერებებად იყო აღქმული.

და ის რთული
სიტყვები,
რომელთა წარმოთქმის
მეშინოდა,
ახლა უკვე შეიძლება
ითქვას:

მე შენ
მიყვარხარ.


Beqza...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.