Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teekle blog
11 მარტი პირველი შეხვედრა
თითქოს გავუგეთ ერთმანეთს კარგად
გაცნობა, შემდეგ თმაზე შეხება
ეს მოხდა წამში, ძალიან სწრაფად.

მთელი საღამო ერთად ვიყავით,
მოგონებებს კი ქარი ფანტავდა
მერე მითხარი კარგად იყავი,
მაკოცე, მგონი რაღაც დამთავრდა

კიდევ შევხვდებით მახსოვს ეს სიტყვა
თვალები შენი დამამახსოვრდა
დღეს მე შენსავით არავინ მიყვარს
ვიღაც გრძნობებში რითმებს აქსოვდა

ჩვენ ვისეირნეთ ბევრი ვიარეთ,
ერთმანეთს გრძნობები გავუზიარეთ
მე მოგეფერე შემდეგ გაკოცე
რაღაცნაირად შენ გამაოცე

შენი ტუჩების სიტკბო მაგიჟებს
გახსოვს რომ ვდგავდით ერთად ნაბიჯებს?
დაუვიწყარი იყო წამები,
ბედნიერების ცეცხლში გავები

ხუთშაბათს ალბად ისევ შევხვდებით
მერე მოგიძღვნი ახალ სტრიქონებს
თუმცა ჩემს ენას შენ სულ ვერ ხვდები
გერმანულ რითმებს მე არ ვიგონებ

სიტყვით აგიხსნი რასაც კი ვფიქრობ
რა საჭიროა ლექსი და რითმი?
ჩემი გული კი ისევ შენ გიხმობს
თუმცა დღეს გნახე პირველად ვიცი

ქერა თმები, ცისფერი თვალები
შენს ყურებაში გადის წამები,
ბავშვური სახე, უცხო ქუჩები
დაუვიწყარი შენი ტუჩები.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline teekle
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.