Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

აპრილი ეწევა ხოხბისფერ ყალიონს.

ლამაზი დილაა,ოცნებით რამხელა,
მაგ თვალთა ნათება მოჰყვება ალიონს,
ჩემი სურვილების მომინდა გამხელა,
აპრილი ეწევა ხოხბისფერ ყალიონს.
ქალაქი ხმაურობს მე თითქოს გამრიყეს,
განზე გამდგარიყო მთაწმინდა,
შენზე ვუყვებოდი მტკვარს და რიყეს,
მერე ჩემდაჭირად გაწვიმდა...
იქნება უშენოდ დავკარგო საზღვარი,
ვეღარ შევამჩნიო მტკვრის პირას ტივები,
შენი თმის ტალღები ჩემთვის ზღვა არი,
შენი წარბებია მოტივები.
დილა გგავს საოცრად,კოხტა და კეკლუცი,
ისევ ერთად შევხვდით უეცარ ალიონს,
დღეიდან სურვილებსაც გამხელა ეკუთვნის,
აპრილი ეწევა ხოხბისფერ ყალიონს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 10  |  negative votes: 1

Write comment:

დღეიდან სურვილებსაც გამხელა ეკუთვნის,
აპრილი ეწევა ხოხბისფერ ყალიონს.
#2, 02.04.2012 - 14:35
02.04.2012 - 14:39
ლამაზი დილაა,ოცნებით რამხელა,
მაგ თვალთა ნათება მოჰყვება ალიონს...
lamazia...:)
#1, 02.04.2012 - 12:03
02.04.2012 - 12:11
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.