Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

იგავი ლურსმნებზე

ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ფეთქებადი და თავშეუკავებელი ხასიათით იყო ცნობილი.


71017b3c2586.jpg



ერთ დღეს მამამ დაიბარა, მისცა ლურსმნებით სავსე ტომარა და უთხრა რომ ყოველდღე რამდენიც მრისხანებას ვერ მოთოკავდა იმდენი ლურსმანი დაეჭედა ღობეზე.
პირველ დღეს ღობეს რამდენიმე ათეული ლურსმანი მიემატა.

მომდევნო კვირის განმავლობაში ყმაწვილმა ისწავლა თავის მოთოკვა და შესაბამისად ყოველდღიურად მცირდებოდა ახალი ლურსმნების რაოდენობა. ერთხელაც დადგა ისეთი დღე როდესაც ახალგაზრდა სრულიად მშვიდი და აუღელვებული იყო .

გახარებული მამასთან მივიდა და მოახსენა ეს ამბავი. კმაყოფილმა მამამ ახალი დავალება მისცა ,რამდენი დღეც შესძლებ მრისხანება აკონტროლო იმდენი ლურსმნის ამოღება შეგიძლია ღობიდანო.


გავიდა დრო და დადგა ისეთი დღე როდესაც ყმაწვილმა ამცნო მამას რომ მათი სახლის ღობეზე არც ერთი ლურსმანი აღარ დარჩა. მამამ შვილი ღობესთან მიიყვანა და უთხრა " ვხედავ კარგად გიმუშავია საკუთარ თავზე და ვამაყობ შენით მაგრამ ხედავ რამდენი ცარიელი ხვრელია ლურსმნებისგან დარჩენილი?

ღობე ისეთი აღარასდროს იქნება როგორიც თავდაპირველად იყო, როდესაც თავს ვერ გააკონტროლებ და ადამიანს აწყენინებ მის გულში ამ ხვრელების მსგავსი იარები გაჩნდება და შემდეგ მნიშვნელობა აღარ ააქვს რამდენჯერ მოუხდი ამ ადამიანს ბოდიშს - იარები რჩება სამუდამოდ.

სტატია მოამზადა ცისია დონდუამ

Tags:

 
Interesting
positive votes: 16  |  negative votes: 0

Write comment:

იარები რჩება სამუდამოდ.
#4, 04.04.2012 - 13:42
როდესაც თავს ვერ გააკონტროლებ და ადამიანს აწყენინებ მის გულში ამ ხვრელების მსგავსი იარები გაჩნდება და შემდეგ მნიშვნელობა აღარ ააქვს რამდენჯერ მოუხდი ამ ადამიანს ბოდიშს - იარები რჩება სამუდამოდ.
#3, 03.04.2012 - 20:56
03.04.2012 - 21:10
agni121 (39)
როდესაც თავს ვერ გააკონტროლებ და ადამიანს აწყენინებ მის გულში ამ ხვრელების მსგავსი იარები გაჩნდება magram zogrjer bodiSic misaREbia tu adamiani martla gulit sheinanebs tavis Secdomas
#2, 02.04.2012 - 18:12
თუ მთელი გულით ინანიებს
02.04.2012 - 18:19
ძალიან მომეწონა,არაფერი კურნავს იარებს...
#1, 02.04.2012 - 18:06
ილექება მაინც
02.04.2012 - 18:19
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.