Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დილა მშვიდობისა უფალო.


**********************ისევ დაღამდა... უკვე მერამდენედ.მზარავს გაშმაგებული სიჩუმე ღამის... მერე დილა მოვა, ისიც მერამდენედ.დღეთა სათვალავი მგონი ამერია...(წლების ჯერ მახსოვს)დილა თუ ღამე??? ხო, ალბათ დილა მირჩევნია, მით უფრო, როცა მზიანია იგი.-მიყვარს, როცა გახელილ თვალებს მზის სხივი აგითამაშებს და ხალისს შეიტანს სულში სითბოსთან ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე, ვიდრე გონებას გამოაფხიზლებ და გაიხსენებ, სად გითენდება?!.-მერე ერთდროულად დაეყრება გონებას სევდა და ფიქრები, თუმცაღა, მაინც გიხარია დალოცვილი მზიანი დღე. (ჯერ ისევ გიხარია)და ისევ ვინატრებ, ერთი რიხიანი, ხმამაღალი, ქართული დილა მშვიდობისა ვუთხრა ვინმეს.ასეთ მარტივსა და უბრალო ოცნებას ვერასოდეს წარმოვიდგენდი.. (თითქოს შემეშინდა)...-ნახევრად გაღვიძებული ვასწრებ ამდენის გაფიქრებას. წაოცნებებას და დარდს....კარგად რომ გავიღვიძებ, მერე რაღა იქნება??? (აქ მეღიმება საკუთარ თავზე)-...და მანამდე, ვიდრე ფეხზე წამოვუდგები კიდევ ერთ გათენებულ დილას, სალოცავ კუთხეს შევავლებ თვალს და გულს აუცილებლად გადაურბენს აუსხნელი სიხარული.-ეს ერთადერთი ადგილია ამ უცხო სახლში, სადაც სრულად იცლება ყველა ჩემი ემოცია, ოღონდ ქართულად.-ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არა ვარ მარტო და სადაც თბება სული ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე სარკმლიდან შემოსულ მზის სხივებს შეუძლიათ მისი გათბობა.-ეს ერთადერთი ადგილია, სადაც გრძნობ, რომ ამ უცხო მიწაზე შენთან ახლოს დგას ყოვლად ძლიერი, შემწე და მფარველი, მეგზური ყველა განსაცდელის თუ სიხარულის დროს.-ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ესმით შენი ულამაზესი ქართული ენა...-ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხედავენ, როგორ გტკივა, სადაც სათნოება და იმედი კურნავს შენს უიმედობას და უმწეობას.-და ეს შეგრძნება საოცარი რეალობაა, რომლის პირისპირ ვდგავარ და მიკვირს. ნუთუ ამ რეალობის ასე ახლოდან დასანახად, აუცილებელი იყო აქ, ამ უცხო მიწაზე ჩამოსვლა???!!!-ნუთუ ეს რეალობა არ შემეძლო საკუთარ სამშობლოში და საკუთარ სახლში დამენახა და შემეგრძნო, იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე ვგრძნობდი???-ღმერთო! რა ახლოსაა ხანდახან ბედნიერება... იმდენად ახლოს, რომ ხელით შეგვიძლია შევეხოთ. ჩვენ კი ვდგავართ და სიბნელეში ვაფათურებთ ხელებს მის საძებნელად, მაშინ, როცა იგი ასე ახლოსაა და თანაც სინათლეში, საოცარ, თვალისმომჭრელ სინათლეში.-არ ვიცი რამდენი ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ მარტო არა ვარ, დღეები ამერია...-ახლა ვგრძნობ, როგორ უჭირავს ჩემი ხელი და როგორ დამყვება ყველგან. მე კი განუწყვეტლივ ვუყვები დღისა და ღამის ამბებს, სიზმრებს, ნაოცნებარს... მან იცის ეს ყველაფერი,მაგრამ მაინც მისმენს. ტირის, როცა მე ვტირივარ, როგორც მშობელი... იცინის, როცა მიხარია, როგორც ერთგული მეგობარი. მითანაგრძნობს განსაცდელისას, როგორც კეთილმოსურნე და მტუქსავს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებისას, როგორც ღმერთი.-და როცა მე ვვოცნებობ და ვგეგმავ, იგი იცინის...-ახლა მნიშვნელობა აღარა აქვს, როგორი დილა გათენდება, მზიანი თუ წვიმიანი....-ახლა სულ ერთია მზის სხივი შემოანათებს სარკმელში, თუ ღრუბლების სიმუქე ჩასწვდება ჩემს თვალებს... მე ხომ, აქვე სულ ახლოს, სალოცავ კუთხესთან უდიდეს სინათლედ, მზედ და სითბოდ მიდგას უფალი. იმდენად ახლოს, რომ ხელითაც ვწვდები. -ახლა ხომ შემიძლია ნატვრა ავიხდინო და ყოველ მისi წყალობით გათენებულ დილას, ხმამაღალი და ომახიანი ქართულით ვუთხრა: „დილა მშვიდობისა, უფალო!“-ის გაიღიმებს ჩემს საქციელზე და არაფერს მეტყვის...-მერე ჩვენ მთელი დღე დავდივართ ერთად, ვიდრე საღამომდე...-მერე მე ისევ ვუყვები მთელი დღის ამბებს... და მას ისევ ეცინება... მან ხომ ეს ყველაფერი უკვე იცის.-მე მაინც ვყვები, ვყვები დაუსრულებლად, ხან სიცილით, ხან ტირილით, ხან დინჯად, ხან ბავშვობაში ჩარჩენილი ქალივით......ის მუდამ მისმენს. ის არაფერს მეუბნება, არასოდეს...მე ურალოდ ვგრძნოვბ მას....მერე ვწვები და ძილის წინ აუცილებლად ვეუბნები:„ძილინებისა უფალო“...უფალს ეღიმება....,,,, და რა საოცრად ლამაზია იგი ამ დროს...ფიქრში ვაჩქარებ გათენებას......და ისევ თენდება, უკვე მერამდენედ...მე უკვე ვიცი, რომ როცა თვალებს გავახელ იქვე ახლოს, სალოცავ კუთხესთან მიცდის უფალი, რომელსაც აუცილებლად ხმამაღლა, სიხარულით და მონატრებული ქართულით ვეტყვი:„დილა მშვიდობისა. უფალო!!!“



ნანა მეფარიშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

სალოცავ კუთხესთან მიცდის უფალი, რომელსაც აუცილებლად ხმამაღლა, სიხარულით და მონატრებული ქართულით ვეტყვი:„დილა მშვიდობისა. უფალო!!!“
#1, 03.04.2012 - 09:53
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.