Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


ყური დაუგდეთ,ოსანაო,ქართველი გალობს.
უცხო სივრცეებს მოჰფენია დიდება ღმერთის,
მიმოფანტულებს საოცარი იმედით გვწყალობს,
სამადლობელი ზეციერთან მიტომაც გვეთქმის.
სად არ წავედით,მოვეფინეთ სამყაროს გულზე,
გვეწვის ფესვები,მონატრების ცრემლებით გველის
უცხო მიწაზე ქართულ ტაძრებს იმედით ვუმზერთ,
გალობს ქართველი,სადიდებელს უფლისას მღერის.
მშობლიურ მიწის სურნელებას ვატარებს მკერდით,
წინაპრის სული ჩაუქრობელ ლამპრებად გვენთო,
დაბრუნებისთვის მუხლმოყრილი ლოცვებით გვედრით,
მიტოვებული სამშობლოსთვის შეგვინდე ღმერთო.
კაცთმოყვარეო,ეს წყალობა გვარგუნე რისთვის?!
უცხო მიწაზეც,ოსანას რომ ქართველი გალობს,
შენგან ნაკურთხი წმიდა ნინოს მადლიან ჯვრისთვის,
აქაც რომ მოგვწვდა სანუგეშოდ,აქაც რომ გვწყალობს.
დედაო ნინო,გაგვიმაგრე ქართული კერა,
გვიმრავლე მნათე,მგალობელთა და დალოცე დასი,
სასწაულების ივერიელს ყოველთვის ჯერა,
გვიკურთხე პური და შარბათით აღვსილი თასი.
ყური დაუგდეთ,ოსანაო,ქართველი გალობს!!!
მოძღვრის ხელები აპყრობილა უშრეტი რწმენით,
ქართველი მუდამ უფლის დიდი იმედით ხარობს
და ამოტომაც,როცა გვიჭირს მაშინაც ვმღერით.
უცხო მიწაზეც დავაქუხოთ ქართული ზარი,
დავლოცოთ ნინოს ნატერფალი ამაყი მთები,
ოსანა უფალს!!! გამოხსენით სამრეკლოს კარი,
რომ მთელს სამყაროს გავაგონოთ ქართული ხმები!



ნანა მეფარიშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.