Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

LEONARD COHEN - A Thousand Kisses Deep

პონი აჭენებს, ნორჩია გოგო,
დასაძლევი სჩანს წინაღობები.
იღბლიან კასკადს, ვერ ხვდები როგორ,
ან რატომ მოსდევს უიღბლო ბედი.
გასარიგებლად ეახლე ახლა
დაუმარცხებელ ხვედრის გამოცდას.
ცხოვრების სიზმარს სიცხადით მარხავ,
გულში ინახავ ათას ღრმა კოცნას.

ფეხზე დავდექი ათასი ხრიკით,
გაზაფხულივით ქუჩას მოვედე.
ძალადაკარგულს - შენ კი პირიქით;
გსურს შედევრებს რომ ასაზრდოვებდე.
ეგებ მიხმობდეს გზათა სიშორე,
- პირობებს არ სურთ უვადოდ მოცდა:
რაც სიცოცხლისთვის არ დაიშურე,
და ამსხვრევ ყველა ათას ღრმა კოცნას.

ისე ნელია ღამე დრო და დრო,
ბედშეხსნილს მოჰგავს, მძიმე სამოსელს.
გულის ნამსხვრევებს ვკრიპავთ და ვმგზავრობთ,
გულით ვატარებთ ათას ღრმა კოცნებს.

სქესთა სხვაობით შეზრდილები ვართ,
შენ - ხმელეთის და მე - ზღვის ლიმიტით:
არც ოკეანე მიხმობს უპოვარს,
- ზოგჯერ მდიდარს და... ისევ პირიქით.
როს ხომალდის ბორტს მეც მივაღწიე,
დავლოცე ნარჩენი ნამსხვრევი ფლოტის,
რომლებმაც ერთხმად თავი შესწირეს
ნაცვლად ჩვენს შორის ათას ღრმა კოცნის.


ფეხზე დავდექი ათასი ხრიკით,
გაზაფხულივით ქუჩას მოვედე.
ვგონებ საჩუქრებს არ გამიყიდით,
რადგან პირობას ძალა აქვს დღემდე.
შენზე ფიქრები შორიდან მივლის,
ალბომი შენით სავსეა როცა.
გულმავიწყობით შემოვრჩით ივლისს,
სადაც ვხარობდით ათას ღრმა კოცნად.

ისე ნელია ღამე დრო და დრო,
ბედშეხსნილს მოჰგავს, მძიმე სამოსელს.
გულის ნამსხვრევებს ვკრიპავთ და ვმგზავრობთ,
გულით ვატარებთ ათას ღრმა კოცნებს.

პონი აჭენებს, ნორჩია გოგო,
დასაძლევი სჩანს წინაღობები...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.