Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
o-t-a-r-i blog

მესიზმრა

ციდან ოცნების იყავ მთოველი,
მეტოქეობას მზესაც უწევდი,
მესიზმრა - ვიყავ თურმან თორელი
და თამთა მხარგრძელს ლექსებს ვუწერდი.
რით გამამხნევებ შენი კვნესამე,
ჩემს საქართველოს რთული ბედი აქვს,
მესიზმრა - ვიყავ ბაგრატ მესამე
და ვაშენებდი ჩემთვის ბედიას.
სვეტიცხოველში ისევ იწვება
სანთელი რწმენის გადასარჩენად,
მესიზმრა - ვიყავ არსაკიძე და
ბასრი მახვილით მჭრიდნენ მარჯვენას.
ჩემს აივანზე ისევ შემოვდექ,
სიყვარულამდე რწმენით მივედი,
მესიზმრა - ვიყავ დავით მეოთხე
და ურჩ თავადებს ვიმორჩილებდი.
თუმც გამოგვტაცეს ლორე ხელიდან -
არ დაგვკარგვია მაინც იმედი,
მესიზმრა - ვიყავ ჭყონდიდელი და
მეფესთან ერთად ქალაქს ვიღებდი.
ღვთისგან წყალობას კვლავაც მოველი,
სიმდიდრე მქონდეს - უხვად გავსცემდი,
მესიზმრა - ვიყავ სარგის თმოგველი
და მოშურნეებს შიშის ზარს ვცემდი.
დღესაც ლოცულობს გული ბერივით,
თუ არ ჩამიქრა რწმენის ხანძრები -
მინდა ვიცხოვრო მთელი ერისთვის
და თვით ვუშენო მამულს ტაძრები.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.