Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
bubuca blog

ის გაზაფხული.

ის გაზაფხული სხვა იყო რადგან,

ტკბილად მღეროდა გულიც ბუნებაც,

ახლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა,

და აღარ ველი შენს დაბრუნებას.

ფუჭ ოცნებებში დღეებსა ვხარჯავ,

მარტო ვარ ქვეყნად მარტო სრულებით,

ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა,

იმ ჩრდილს დავსდევ და ვეჩურჩულები.

მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ,

დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები,

მე ხომ უცხო ვარ შენ ხომ სხვისი ხარ,

და მაინც ასე რად მენატრები?

ავტორი უცნობია.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.