Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
anastasia-73 blog
ისევ იმ თვალებს შეხარის გული

ეს სული ისევ ძველი სულია,

მე მომენატრა დეკემბრის სუსხი

შენ მომენატრე უფრო ძალიან…

ისევ დამყვება ოცნება რთული

და უშენობის ბნელი არმია,

როგორც დამბაჩის გასროლა უწინ

დღეს ისევ ბრძოლით სავსე ღამეა…

კვლავინდებურად სავსეა მთვარე

ისევ ფიქრები დასტან აწყვია,

ნუთუ ვერასდროს ავყვები აღმართს,

ჩვენ რომ გვიყვარდა ასე ძალიან?!…

ვიცი წავიდა საამური დრო

და ყველაფერი ჩემზედ ახია,

რაღა აზრი აქვს ჩემთვის სიცოცხლეს?

ჩემს სამყოფელში მხოლოდ დარდია,

რაღა აზრი აქვს ჩემთვის სიცოცხლეს?

სიტყვას რომ სტროფებს ვეღარ ვურითმავ?!

მგონი ის დროა სადმე წავიდე

და გავყვე შორეთს მე ჩემს გულისთქმას !


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline anastasia-73 (43)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.