Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

გვირაბს გამოვცდით...

გვირაბს გამოვცდით,
შუადღის ხვატი მოემწყვდია ფესვებში ძელქვას,
შენ თქვი რთულია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მან თქვა რთულია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მე ვთქვი ძნელია, სამშობლოში პოეტი გერქვას.

გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი რთულია სიყვარული. და არა - წერა.

უკეთუ გინდეს შემოდგომად მისდა - უარყავ!
ვაშლის დახლები, სხვა დახლები, დახლები ნიყვის...
შენ თქვი კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მან თქვა კარგია, საქართველოს როცა უყვარხარ.
მე ვთქვი კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს...


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

მე ვთქვი კარგია საქართველო... როდესაც გიყვარს...
#2, 03.04.2012 - 22:22
03.04.2012 - 22:23
kessaria (38)
გზა იყო შორი, დაგრეხილი, როგორც ბაწარი.
ცა იყო ახლო, როგორც ყელთან სატევრის წვერი.
შენ თქვი ძნელია, სამშობლოზე რამე დაწერო.
მან თქვა ძნელია, სიყვარულზე რამე წამოგცდეს.
მე ვთქვი რთულია სიყვარული. და არა - წერა.
#1, 03.04.2012 - 22:22
03.04.2012 - 22:23
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.