Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

სათაური ვერ მოვიფიქრე...

ყველაზე სევდიანი მუსიკა ვიპოვე ნეტში და ნახევარი საათი შემიძლია,მარტო ვიყო და ის დავწერო,რაც მინდა.....ფინჯანი ყავა მივირთვა და შენს გაღვიძებას დაველოდო....


ეს ბოლო დღეებია,ჩემს ბლოგებს აღარავინ კითხულობს და ამ ფაქტმა წერისადმი გულგრილობას მიმაჩვია...აღარც ჩემთვის ვწერ და აღარც სხვებისთვის.შენთვისაც კი აღარ ვწერ,რადგან ვიცი ისეთი ინტერესით აღარ კითხულობ ჩემს ბლოგებს და აქაც იშვიათად შემოდიხარ...ამის გამო,კიდევ უფრო ვიკეტები საკუთარ თავში....

მზე თვალებს მიფერადებს,ლურჯი,მწვანე,ზღვისფერი ფანქრებით და მისი სხივები,მაფიქრებინებს,რომ ადრეც მიცხოვრია,რომელიმე სოფლის მთაგორიან ველზე და ვყოფილვარ,ისეთი მეოცნებე,რომ სახლიდან წამოვსულვარ..დავმდგარვარ ღია ცის ქვეშ და მიტირია..

მიწის სურნელი ახლაც მაფორიაქებს,როცა გაზაფხულზე მხართეძოზე წამოწოლილი მუშები სათოხნავად მიემართებიან..

გუშინ ,როცა მოულოდნელად დაგინახე და ჩემი გული გამომექომაგება,გამიხარდა.. მერე მთელი დღე მარტო ვიყავი.....წიგნს ვკითხულობდი და ამ ბოლო დროს,ეს ჩემი ყველაზე სასიამოვნო გასართობია...ისევ დავმეგობრდით მე და წიგნები...ისევ გვესმის ერთმანეთის და დროს სასიამოვნოდ ვატარებთ...არსებობენ ისეთი პერსონაჟები,რომლებიც ჩემს წარმოსახვით მეგობრებს ძალიან ჰგვანან...

წარმოსახვა ზოგჯერ გირთულებს ცხოვრებას,მაგრამ სხვანაირად არ შეგიძლია...არ შეგიძლია არსებობდე ჩაკეტილ სივრცეში,რომელსაც გარემო ქმნის...უფრო მეტი გჭირდება,, წაკითხულის გასააზრებლად ,ჰოდა მეც დილიდან გამოგონილ სამყაროში დავბოდიალებ ფინჯანი ყავით ხელში და ანინას ბლოგებს ვკითხულობ...ანინა არის ჩემი მეგობარი ფეისბუქზე,რომელლიც ისე წერს,რომ ჩემს წარმოსახვას კვებას თავისი ექსცენტრიულ-თავისუფალი ბლოგებით....

იპოვეთ გუგლში ან ინეტის ნებისმიერ სივცეში.მოგეწონებათ...მე კი წავედი,იქ სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა....


Tags:

 
Interesting
positive votes: 39  |  negative votes: 0

Write comment:

gigik (13)
chveuli ''charchoshi'' chasmuli gamonatqvami qalisa,sheefereba kidec ...
#3, 05.04.2012 - 18:28
guga1234 (31)
azriania
#2, 05.04.2012 - 15:40
.არ შეიგლიძია არსებობდე ჩაკეტილ სივრცეში,რომელსაც გარემო ქმნის...
#1, 04.04.2012 - 14:51
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.