Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
G-guranda blog

აპრილის ღამე

ახლა აპრილის მშვიდი ღამეა,

ცამ ჩამოუშვა სიბნელის ფარდა...

წუთი საათზე გადის წამებად,

დრო ძველებურად უცვლელი დარჩა...


ისევ ლოდინი წელავს ყველაფერს,

აზრი გრძნობებში იშლება, ქრება..

ისევე, როგორც ქარის შენაბერს

სურს, გადაფანტოს ღრუბლების წყება..


ნეტავი მიწა თქეშით დასველდეს!

გზაში გალუმპულს შემომხვდე უცებ,

ვერ დაინახავ წვიმაში ცრემლებს

და გამოზომვით ღიმილს მაჩუქებ...


მაშინდელივით შემიკრავს სუნთქვას

შენი სიჩუმის უხმო სიტყვები...

ისევ იმგვარად სიმები გულთან

აურევს ნოტებს სწრაფი რიტმებით.!!


ამღვრეულ თვალებს დასწყდება სხივი,

და გაკვირვებით შემავლებ მზერას...

ჩემი ქოლგიდან წვეთების მწკრივი

ხმაურით გასცემს მომწყვდეულ ღელვას...!


გავხედე ქუჩას, ბინდი თხელდება,

მაღლა ბზარები დაეტყო სარკეს,

მივყვები ნაბიჯს... სვლა მინელდება,

შორიდან ვიღაც გამოსცდა სახლებს...


და.. ქუხილისგან სივრცე შეშინდა!

ვგრძნობ აღარ ისმის ძგერა თანაბრად...

რას ვიფიქრებდი, უფრო შემშლიდა

ამ მოლოდინში შენი დანახვა..!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

და.. ქუხილისგან სივრცე შეშინდა!
#2, 06.04.2012 - 00:57
TATTU (29)
momwoons
#1, 06.04.2012 - 00:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.