Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tskipo blog

..........................

”შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზღაპარს წამრჩურჩლებს შეღამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი”.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.