Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Nancy Sinatra - Bang Bang...



მე ხუთის ვიყავ, ექვსის ის იყო;
ჯოხებს ვკაზმავდით როს საჯირითოდ.
ის - შავი, თეთრი - მე, - მახსოვს მაშინ,
მუდამ მიგებდა ომის თამაშში;

ბახ ბახ, აი დამჭრა და
ბახ ბახ, დამცა მიწაზე,
ბახ ბახ, საზარელი ხმა,
ბახ ბახ, მომკლა ჩემმა ციცქნამ მე.

ვითვლი სეზონებს, დროა სხვა ფერის...
გავიზარდე და დავარქვი "ჩემი";
ისიც ღიმილით მუდამ იხსენებს:
"გახსოვს, ვკაზმავდით საომარ ცხენებს?"

ბახ ბახ, მე შენ დაგჭერი,
ბახ ბახ, შენ ძირს დაეცი,
ბახ ბახ, ხმა საზარელი,
ბახ ბახ, ვითომ ხელში მაკვდები.

მუსიკა უკრავს და ხალხი მღერის
ჩემთვის კი რეკენ ტაძრის ზარები.

მან მე დამტოვა ბედის ამარა,
ვცრემლიანდები სულ წარამარა.
მან არც კი მითხრა: "მშვიდობით კარგო"
ტყუილისთვისაც არ დაკარგა დრო...

ბახ ბახ, აი დამჭრა და
ბახ ბახ, დამცა მიწაზე,
ბახ ბახ, საზარელი ხმა,
ბახ ბახ, მომკლა ჩემმა ციცქნამ მე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

eka------- (39)
მან არც კი მითხრა: "მშვიდობით კარგო"
ტყუილისთვისაც არ დაკარგა დრო... magaria!!!
#1, 09.04.2012 - 15:29
madloba eka :)
09.04.2012 - 17:50
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.