created: Thursday, 12. April 2012 Time 10:02.
changed: Saturday, 15. September 2012 Time 22:05.
უფალო შენ დალოცე ყველა, დაჩოქილი დედა,
ის ხომ შვილების სიცოცხლეს, ყოველდღე გევედრება..
უფალო დედის ფასი, ყველა შვილს ასწავლე,
და შენსკენ მომავალი, გზა გაუკვალე..
შვილი ყველა დედას, ჯამრთელად გაუზარდე,
დედავ, საქართველოს, ერი გაუმრავლე..
არცერთ დედის თვალს ცრემლი არ ადინო
არცერთ დედის გულს, გული არ ატკინო..
შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო,
არცერთ დედის სულს სული არ დაუფრთხო..
უფალო დედის ლოცვა, შვილს არ ააცდინო,
შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო..
უფალო შვილს დედის სითბო, არ გადაავიწყო
დედას შვილის ცუდი, არასდროს აუწყო.
სანამ დედამიწაზე, სიცოცხლე იქნება,
დედა-შვილობა არ მოიშლება
Tags:
|
|
positive votes: 34 | negative votes: 0
|
average rating: 102 | viewings: 174
|
Write comment: