Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vake777 blog

მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე...

მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო... მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში მარტის არეული თვეებიდან... წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები შენ რომ ამომცალო ხელებიდან... მოვალ წვიმის ათას წვეთებში და თმებში გაგებნევი ღიღინებით... შენ ნუ გეშინია საყვარელო აგე,რა ლამაზად ვიღიმები?! მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით... მერე სიმშვიდიდან მოგიპარავ თავის დაკარგვაში გავგიჟდებით... მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო."

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline vake777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.