Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninikonaaaaaaaa blog

2011 წელი..

დავიწყებ ასე...

....პირველის ერთ წუთზე დედაჩემს ჩავეხუტე... მილოცვის... ერთი ჭიქის დალევის და ყოველივე საუკეთესოს სურვების შემდეგ გურიმ შემოაღო კარი... როგორც დავპირდი მე და შენ „ფართი“ გვექნება მეთქი და ისე ამიხდეს ყველაფერი.... სირცხვილი იქნება ამ ახალ წელს ორიგინალური ვუწოდო ამიტომ გავბანალურდები....

2011 წელს სადღაც უცებ გადავაწყდი ვარდისფერ სათვალეს... და დავრწმუნდი იმაში,რომ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც შეიძლება თვალდახუჭული ვენდო...დავიჯერე,რომ არასდროს მომატყუებდა,მიღალატებდა და გულს მატკენდა... დავიჯერე,რომ თურმე შეიძლება ადამიანის ბოლომდე გაცნობა...

ამ ზემოთ აღნიშნული წლის ბოლოს და ასევე ზემოთ აღნიშნული ადამიანის მიერ ვისწავლე,რომ არავის უნდა ვენდო,არავინ უნდა მიყვარდეს და საერთოდ არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც შეიძლება თვალდახუჭული ენდო... მასწავლა ზიზღი... მასწავლა ღალატი...ვისწავლე ის,რომ ადამიანს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ... და საერთოდ რა ვარდისფერი სათვალე? არადაა მიყვარს ეს ფერი... ამ ყველაფერს რომ არ მახსენებდეს... და ეს ყველაფერი თეორიულად არ იკადრა,პრაქტიკა კარგად გაიარა.. თუნდაც ჩემზე მერე რა...

ნათქვამია შეცდომებზე ვსწავლობთო... რამდენად დამაჯერებელია არ ვიიცი..ნათქვამი კია...

2011 წელს როცა ვარდისფერი შევიძულე,იისფერი ლენტი დავწერე ... არ მეგონა კიდე ვინმე თუ მოახერხებდა ჩემთვის რაღაცის შეყვარებას... არ მეგონა,თუ არსებობდნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც უკვე აღარ არსებობენ... ამ შემთხვევაში ფერმაც გაამართლა და ადამიანმაც.. კარგი მეგობარი შევიძინე და არ ვნანობ მისთვის დრო რომ დავხარჯე,და არც იმას ვნანობ,რომ თუნდაც ცოტა ხნით შევიყვარე ყვითელი ფერი...

2011წელს ისევ და ისევ,როგორც წინა წლებში ვისმენდი სიტყვებს „შენ ვის ოჯახში უნდა შეხვიდე, რა გრძელი ენა გაქვს,რატომ უნდა იყო ასეთი გველი ეს ახალგაზრდა გოგო,ანაკონდა ხარ,პითონიო,კობრაო და ბევრი სხვა..რომელსაც უკვე კომპლიმენტად ვღებულობ..და ვინმემ,რომ გაბედოს და მითხრას კაი გოგო ხარო,ალბათ დავაჯერებ ჩემს „ანაკონდობას“........

2011 წელს ისევ და ისევ შ.რუსთაველის სახ.უნივერსიტეტი... ისევ და ისევ ვერ მიტანს ბევრი და ისევ და ისევ ვგესლავ ბევრს... ამავე უნივერსიტეტში გავიცანი ადამიანი,რომელმაც გამაგებინა და შემაგნებინა,რომ გველი მე კი არა ის არის... და თურმე დაქალს არ უნდა ენდო,ვაი თუ შენი ამბების მოყოლა მოთხოვა ვინმემ,როგორ არ მოუყვეს? როგორ არ იჭორაოს და როგორ არ აგრძელოს ენა,სწორედ ის ენა,რომელიც ფაქტების მოპოვების შემდეგ აღარ ექნება....

2011 წელს მე მყავდა,მყავს და მეყოლება ის მეგობრები,რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ,არიან და იქნებიან... ამ წლის ბოლოს გავიცანი რამოდენიმე ადამიანი,რომლებიც მე ვფიქრობ 2012 წელს იმ მეგობრებს შეემატებიან,რომლებიც მყავდა,მყავს და მეყოლება...

დასკვნა:მკიდია ყველა ცუდი რაც იმ წელში იყო.. (ჰო იქ მკიდიაო წერია... და რახან ეს დავწერე არ ნიშნავს იმას ,რომ მე ყველაფერს ვიკადრებ) მე მჯერა,რომ 2012 წელს არ მოხდება წარღვნა... მე მჯერა,რომ ეხლა შენ ფიქრობ ამდენი რამ გადარია რო წერაოო : ))

და მოდი შენც დაიჯერე ის,რომ არც მე მიხვეწნია იკითხეო... და საერთოდ მე მჯერა,რომ ყველაფერი კარგად იქნება..

p.s ღვთის წყალობით
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninikonaaaaaaaa (27)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.