Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninikonaaaaaaaa blog
...საერთოდ უყვარს წერა,მაგრამ არა ასე,დაგეგმილად... ფიქრობს რომ ამას შესაბამისი ხასიათი უნდა,თორემ არაფერი გამოვა... ეჭვობს არაფრის გამოსვლას,მაგრამ მაინც წერს... ასე ამბობს საინტერესოაო,მას საერთოდ ყველა ის ადამიანი აინტრესებს ვინც წერს... უყვარს პროზა..პოეზია.. რომანტიულია და თან ძალიან... იშვიათად თუ ენდოს ვინმეს,რადგან ბევრჯერ ჰქონია ღალატს ადგილი,ჰქონია ისეთი შემთხვევა როცა მის გულისცემას შეშინებული უსმენდა და გულში ამბობდა ალბათ ეს ერთიც და ... ოცნება უყვარს,ჰო თუნდაც ოცნებებზე... ძილი არ უყვარს ხშირად ებუტება საკუთარ თავს როცა თვალები ეხუჭება და ეძინება..უყვარს მზე,ის ერთადერთია რაც ყვითელია და უყვარს... მზეზე ზაფხული ახსენდება,მმმ როგორ უყვარს სითბო.. ვერ იტანს ტყუილებს და უსამართლობას...მან ისიც არ იცის ეხლა ამ ყველაფერს რატომ წერს,არც ის იცის ასე თუ უნდა დაეწერა,მაგრამ მაინც წერს... როგორ უყვარს ბუშტები,ბავშვები და მოხუცი ხალხი .. შოკოლადზე ხომ საერთოდ გიჟდება...უყვარს მამა ყველაზე მეტად და ენატრება... სიმარტივე უყვარს და ეთანხმება იმას,რომ სიმარტივეშია სილამაზე ... არ იცის რა არის სიძულვილი...არასდროს უგრძვნია ეს.. უყვარს როცა სათნადოდ უყვართ და აფასებენ ისეთს როგორიც არის..არ უყვარს თამაში,ნიღაბი და მსგავსი ატრიბუტები... იცის რა არის ვარდისფერი სათვალე,მაგრამ მაინც ჯერა, ბოლოს სათვალის ნამსხვრევების მიუხედავად.... უყვარს სიცოცხლე,მაგრამ სიკვდილზეც ხშირად უფიქრია,ერთი ახალშეძენილი მეგობრის მსგავსად ისიც ბევრს ფიქრობს,ჰო თუნდაც ათას სისულელეზე,მერე რა... ყველაზე მეტად მაშინ ვერ იტანს საკუთარ თავს როცა ერთი და იგივე შეცდომას უშვებს,მაგრამ ვერ იძულებს,მას ხომ ეს არ შეუძლია...მიტევება ადვილად შეუძლია,ხშირად იბუტება,მაგრამ მალე იცის დავიწყება,ეს კარგიაო ამბობს,მაგრამ ზოგჯერ ისე უცებ ავიწყდება,რომ საკუთარ თავსაც ებუტება ამის გამო... ოოო როგორ უყვარს მეგობრები,იისფერი,ბეევრი ფოტოები და მისი „canon”-ი... იცი ცოტათი ეგოისტიცაა და ეჭვიანიც.. ცდილობს ადამიანში კარგი დაინახოს,ის ფიქრობს,რომ ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი,სულ სულ ცუდები არ არსებობოენ... არ უყვარს თავის ქება,მაგრამ ზოგჯერ ისე ლაპარაკობს იფიქრებ თავს იქებსო,ამას ისე საყვარლად აკეთებს ვერ მოახერხებ გაუბრაზდე, ეჭვსაც არ შეიტან და დაეთანხმები...როგორ ვერ იტანს აფერისტებს...უყვარს როცა დედა ყოველ დღე ერთი და იგივე ტექსტით ლანძღავს და ეუბნება „შენ ვის ოჯახში უნდა შეხვიდეო“... ეს ისე უყვარს,რომ თითქმის ყველა ჩანაწერში წერს ამის შესახებ.... მასაც ეშინია ქვეწარმავლების,მიუხედავად იმისა,რომ გველის წელშია დაბადებული და ხშირად სახელის ნაცვლად გველსაც ეძახიან... არ უყვარს ვინმესთვის წერა,ერთხელ დაწერა და.... მას იმედი აქვს ცუდი არ განმეორდება,მას იმედი აქვს ღვთის წყალობის,მიუხედავად იმისა,რომ თითქმის ერთი თვეა ტაძარში არ ყოფილა...მას იმედი აქვს,რომ იმედით ცოცხლობს კაცი....

დაბოლოს... მას ჯერა რომ სიცოცხლე მშვენიერია,მერე რა რომ ხშირად ვერ ხედავს მის სიმშვენიერეს...
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

katoo (29)
megona sakutar tavze vkitxulobdi..nini! dzalian momewona
#4, 21.08.2012 - 21:39
გაიხარე :)
22.08.2012 - 12:08
:))) me var me :)))
#3, 20.08.2012 - 18:02
viqtori (29)
me xar shen? :)
#2, 20.08.2012 - 18:01
madloba :)))
#1, 14.04.2012 - 21:46
 

User
offline
offline ninikonaaaaaaaa (27)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.