Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninikonaaaaaaaa blog

და მაინც როგორ მიყვარს...

...თვალები მეხუჭებოდა.. არ მინდოდა დაძინება,ვცდილობდი როგორმე შევწინააღმდეგებოდი ძილს... ფიქრი მინდოდა..მასზე..ჩემზე..ჩვენზე..და იმ ხვალინდელ დღეზე რომელიც ასე ნელა თენდებოდა... არ ვიცი როდის..როგორ..ან მერამდენე ოცნების დროს დამეხუჭა თვალები... მხოლოდ ის მახსოვს რომ მზემ გამაღვიძა.. ვიგრძენი, რომ დრო მოვიდა.... ის მელოდებოდა მე.. და თითქოს ამიტომ იყო ეს მზეც ასეთი თბილი .... აი ის ლამაზი კაბა ჩავიცვი მას რომ უყვარდა და წავედი.. მასთან ჰო მასთან... რომ მეც მეთქვა მიყვარხარ....რომ მეთქვა როგორ მიჭირდა აქამდე.. მეთქვა როგორ მენატრებოდა და როგორ შემეძლო ყველა სიტყვაზე,ყველა ნივთზე,ყველაზე და ყველაფერზე მისი გახსენება... მეთქვა რამდენჯერ მიცემდა გული ისე თითქოს ბოლოაო... მეთქვა როგორ ვცდილობდი მის გამართლებას ან თუნდაც დავიწყებას... გამემხილა ყველა ფიქრი .. და ისიც მეთქვა, რომ როცა ყველაზე მეტად მტკიოდა გული ისევ მის სიტყვებს ვიხსენებდი, „ყველაფერი ისე არ არის როგორც მე ვხედავ“ და უცებ გამივლიდა.... ვიცოდი რომ არ იყო ჩემთან, მაგრამ ყოველ წამს ვგრძნობდი მის გულთან სიახლოვეს... ვიცოდი რომ ვენატრებოდი ისეთი როგორიც ვარ,ვიცოდი რომ ცუდად იყო და მასაც ტკიოდა გული.... ჩვენ გვინდოდა ერთად მაგრამ რატომღაც არცერთი არ ვცდილობდით ერთად ყოფნას... და ბოლოს.. როცა ის მოვიდა და ეს ყველაფერი მითხრა... ვიცი ვამბობდი არ ვაპატიებ მეთქი... მაგრამ ძალიან ძლიერი აღმოჩნდა გრძნობა,რომელმაც სულიც ამოავსო გულთნ ერთად.... ამ ფიქრში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ გავიარე გზა და მივედი... ვიგრძენი მისი სიახლოვე და ზუსტად ისე ბოლოს,რომ ვნახე... ჰო,ისე ჩამეღვარა გულის სიღრმეში სითბო... ჩემს თავს შემოვძახე,რომ გამოვფხიზლებულიყავი და თან დავინახე აი იმ მარკის ავტომობილი,რომელსაც მისი ჩემთან არ ყოფნის დროს ვერ ვიტანდი....მელოდებოდა... მისი დანახვისას ვიგრძენი როგორ მომნატრებია.. იმაზე უფრო ვიდრე მეგონა.. იმაზე მეტად ვიდრე შესაძლებელია... და უცებ ვიგრძენი ყველაზე თბილი ჩახუტება... გამახსენდა რამდენს ვახვეწნინებდი თუნდაც ერთ ჩახუტებას და გამეცინა.. ნაცნობი ხმა... მმმ თან როგორი თბილი... ჩამჩურჩულებდა ყურში.. მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ.. ტელეფონმა გამაღვიძა... ნომერს დავხედე . . . ახლოს რომ მყოლოდა არ ვიცი რას ვუზამდი იმ ადამიანს ვინც სწორედ იმ დროს აკრიფა ჩემი ნომერი როცა უკვე მე უნდა მეთქვა,რომ მიყვარდა.........  

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninikonaaaaaaaa (28)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.