Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
niakuni blog
ვინმემ მითხარით, რა არის სიყვარული?
აი ისევ ყველა გარინდული...
ადიდებთ თქვენთვის ღვთაებრივ გრძნობას,
მერე კი ნანობთ და იწყებთ გმობას...

ვითომ არ გიყვარდათ, ვითომ გეზიზღებათ
არადა მისი სახე ყველას გენატრებათ...
ტკბილად გახსენდებათ, როგორ კამათობდით,
მასთან სეირნობით, როგორ ამაყობდით...

ვერაფერს ვერ ხვდება? ამას იკვივრებდით
რომ არ დაგეკარგათ ყველაფერს უსრულებდით...
სიყვარულის ასახსელად, წამებს აჩერებდით,
ამ სიტყების თქმას, ჯერ არ აპირებდით...

რისიც გეშინოდათ აი ის მოხდა,
მას ფიქრში, მხოლოდ მეგობრობა ჰქონდა...
თქვენი ცრემლის გუბე მას არ ასველებდა,
ამის გახსენება, ტკივილს აბევრებდა...

ეხლა „სიყვარულზე", ყველას გეცინებათ
მარტო დარჩენისას, ცრემლი გეპარებათ...
ზიზღით დაყვებოდით, ყველას ღამ-ღამობით
სერენადის მომღერალს, ტექსტს რო კარნახობდით...

მაშინ მიხვდით, თურმე გიყვარდათ
მასთან განშორება სუნთქვას გიკრავდათ...
ცხოვრება დაგიმთავრდათ, ზიზღი შეგეპარათ,
სიყვარული კი მარად შეგენახათ...

ვინმემ მითხარით, რა არის სიყვარული?
ერთით ნაკლები სახე გარინდული...
ადიდებთ თქვენთვის ღვთაებრივ გრძნობას,
მერე კი ნანობთ და იწყებთ გმობას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

niakuni (22)
როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ....
#1, 16.04.2012 - 18:00
 

User
offline
offline niakuni (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.