Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

განაახლე შენი სტატუსი

სტატუსი, ის ყოველთვის განსაზღვრავდა შენს ვინაობას და ადგილს საზოგადოებაში. სტატუსი სამსახურში, მეგობრებში, ნათესავებში და ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი - ვირტუალური სივრცე. თუმცა აქ პირდაპირი მნიშვნელობით შენი სტატუსი განსაზღვრავს არა მხოლოდ შენს ვინაობას, არამედ შენს განწყობას, შენს გრძნობას, შენი აზრების და აზროვნების წყობას, სურვილს, მისწრაფებას, რისხვას, სინანულს, ბედნიერებას... ყველა ემოციას. სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი ადამიანის სულის დიდი მოზაიკის პატარა ნამსხვრევებია.

aade8cb25631.jpg



ხშირად გიფიქრიათ რას წერთ? ნუ რათქმაუნდა გიფიქრიათ კიდეც. მაგრამ რამდენად გიფიქრიათ იმის თაობაზე თუ ვინ და როგორ კითხულობს ამ სტატუსებს? ხშირად გვჩვევია ციტატებით საუბარი. ხშირად ვიხიბლებით იმ მარგალიტივით კეკლუცად აწყობილ სიტყვათა ელვარებითა და შინაარსით, რომლებიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ქადაგებენ და გზა მართლისაკენ მიგვინიშნებენ. მაგრამ როგორც წესი ასეთი სტატუსები მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დადებული ლამაზყვავილიანი ქოთანივითაა. რაც სულაც არ ნიშნავს რომ ფანჯრის შიგნით იგივე სილამაზე დაგხვდებათ.


Image Hosting Site

თუმცა რაღათქმაუნდა არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც ამ სხვის მიერ „დამზადებულ“ ქარაგმებს თავისი ფიქრის სწორად იყენებენ და სწორედ ისე ფიქრობენ, რაც მთავარია სწორედ ისე მოქმედებენ და ცხოვრობენ როგორც წერენ. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი და ძნელად საპოვნელნი არიან. 

ვსაუბრობთ ქარაგმებით, ხშირად მეორე ან კიდე მესამე პირში. ხშირად ისეა ნაუღლები სათქმელი, რომ კომენტარში ოდნავ მაინც გადაქანებული პასუხის შემთხვევაში აზრი სტატუსსაც ეკარგება და თავად ავტორსაც უსხლტება ხელიდან. ხშირად სტატუსით დუმილის უფლებას ვიყენებთ, ხშირად კი დუმილიც სტატუსია .

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც რჩებიან ჩვენს განმსაზღვრელად. ისევე როგორც წარწერა მაღაზიის ვიტრინაზე. რაც წერია შენს სტატუსში იმას ელიან შენს „მაღაზიაშიც“.

სტატუსი ხომ მეამბოხე, სააშკარაო მიტინგზე გამოსული გრძნობების ერთგვარი ტრანსფარანტებია. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ მათი მიხედვით განგვსჯიან ჩვენც.
ასე რომ განაახლეთ თქვენი სტატუსი, თუმცა შეეცადეთ, რომ მათთან ერთად თქვენი ცხოვრებაც განაახლოთ.

მაშინ ყველაფერი კარგად იქნება !



მთვარის კლუბი
 

Tags:

 
Interesting
positive votes: 22  |  negative votes: 0

Write comment:

es ar mqonda wakitxuli,Zalian kargia :**
#5, 10.05.2012 - 10:53
თუმცა რაღათქმაუნდა არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც ამ სხვის მიერ „დამზადებულ“ ქარაგმებს თავისი ფიქრის სწორად იყენებენ და სწორედ ისე ფიქრობენ, რაც მთავარია სწორედ ისე მოქმედებენ და ცხოვრობენ როგორც წერენ. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი და ძნელად საპოვნელნი არიან.
10.05.2012 - 10:55
baller (25)
magaria :) TRUe TRUE
#4, 19.04.2012 - 14:07
19.04.2012 - 14:09
ხშირად კი დუმილიც სტატუსია .
#3, 18.04.2012 - 13:49
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც რჩებიან ჩვენს განმსაზღვრელად.
18.04.2012 - 13:51
განაახლეთ თქვენი სტატუსი, თუმცა შეეცადეთ, რომ მათთან ერთად თქვენი ცხოვრებაც განაახლოთ.
#2, 18.04.2012 - 08:13
სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი ადამიანის სულის დიდი მოზაიკის პატარა ნამსხვრევებია.
18.04.2012 - 11:48
ხშირად სტატუსით დუმილის უფლებას ვიყენებთ, ხშირად კი დუმილიც სტატუსია .
#1, 18.04.2012 - 00:42
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც რჩებიან ჩვენს განმსაზღვრელად. ისევე როგორც წარწერა მაღაზიის ვიტრინაზე.
18.04.2012 - 00:45
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.