Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

ბევრი კარგი რამ ცოდნია ამ ბუნებას,მაგრამ კარგო შენისთანა არაფერი

წუხელ თოვდა :
ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე,
მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.
დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე,
თოვლი თეთრად დასახული,
ასე თეთრად , გულუბრყვილოდ ყვავის ასე,
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.
ყვავის ასე და განთიადს მიხალისებს,
ეს ზამთარი, დეკემბერში თოვლის ხვავი,
ის თბილისის ხეივნებში კვიპაროსებს,
იმერულად გამოასხამს ტყემლის ყვავილს.
დგას ბუჩქები ვერის ბაღში შემკრთალები,
ზედ თოვლია თუ ფრიალი ფაფანაკთა,
ანდა იქნებ ავჭალიდან თეთრ კარვებით
ადგა ჯარი და თბილისში დაბანაკდა.
რა თოვლია!
შენობებს და ბაღში ხარდანს
ფარავს თეთრად დასახული,
ეს პირველი თოვაც ისე გამიხარდა,
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.
მიხარია ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც უსაქმურად დანაბერი,
ბევრი კარგი რამ ცოდნია ამ ბუნებას,
მაგრამ კარგო შენისთანა არაფერი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.