Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megi- blog
დაგელოდები

უსასრულოდ დაგელოდები

ნისლი დაფარავს ციდან ცამდის გადატყორცნილ მთებს

გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში თეთრი გედები

და ჩვენს სიყვარულს წაშლის წმინდა ფოთოლცვენის თვე

დაგელოდები

აიმღვრევა ნათელი დილის

შენ წახვალ ჩემგან დაჭკნებიან ვარდები ყველა

ცარიელ სივრცეს ამოავსებს მძიმე დარდები

დეკემბრის სევდა და შიშველი ხეთა ლანდები.

დაგელოდები

კვირტების თვე მოვა, ვაცალოთ

შენ დაბრუნდები აისივით წმინდა ნათელი

რომ ყველა,ყველა გაზაფხული შენ განაცვალო

რომ კვლავ ამკობდეს ცისკრის ყვავილს სხივთა ფანტელი

დაგელოდები
უსასრულოდ დაგელოდები

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

megi- (35)
შენ წახვალ ჩემგან დაჭკნებიან ვარდები ყველა

ცარიელ სივრცეს ამოავსებს მძიმე დარდები
#2, 26.04.2012 - 21:29
babuna (35)
დაგელოდები
უსასრულოდ დაგელოდები
#1, 26.04.2012 - 21:26
 

User
offline
offline megi- (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.