Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

ძალიან მომეწონა და აქ მოვიტანე


ამ ჩანაწერების წამკითხავს უმორჩილესად ვთხოვ,კადნიერებაში ნუ ჩამომართმევს,თითქოს ვინმეს ჭკუას ვარიგებდე.ჯერ ერთი იმიტომ,რომ ეს ჩემი აზრები არ არის და მჯერა,რომ რაღაც ძალით არის ნაკარნახევი.მეც ისეთივე მანკიერი თვისებები მახასიათებს,რაზეც ამ ნაწერებშია საუბარი-ვაი,რომ ვხვდები და ვერ ვასრულებ.მეორე-შეიძლება სრულიად ვცდებოდე და საერთოდ არ იყოს ვინმესთვის მისაღები;და მესამე-ეს ჩანაწერები ჩემი შვილებისათვის არის გაკეთებული,მაგრამ თუ ვინმეს სულთან ახლოს მივა და ოდნავ მაინც დაეხმარება,უსაზღვროდ ბედნიერად ვიგრძნობ თავს

  "მართლმადიდებლობა ან სიკვდილი"


ღმერთმა ადამიანს მისცა ხრწნადი სხეული და უკვდავი სული.სხეული,რომელიც მიწად მიიქცევა და სული,რომელიც მარადისობაში გადავა.ადამიანი სხეულის მცირე ტკივილის განსაკურნადაც კი ცხრა მთას გადაივლის,სულის განკურნებისთვის კი ხშირად ორი ნაბიჯის გავლაც არ უნდა,რომ ღვთის ტაძარში შევიდეს და უფალს მადლიერებით მიმართოს და შეწყალება სთხოვოს.ადამიანს რომ სული,ანუ ცოდვები,ისევე სტკიოდეს,როგორც სხეული,საერთოდ არ გამოვიდოდა ღვთის ტაძრიდან და სამუდამოდ იქ დასახლდებოდა,მაგრამ ვაი,რომ სულის ტკივილს ბევრი ვერ გრძნობს.

პატივმოყვარე და ქედმაღალი ადამიანი იმდენად ანგრევს და აბინძურებს საკუთარ სულს,რამდენადაც თავის სხეულს უფრთხილდება.


ადამიანები ვიშვიშებენ და მოსთქვამენ იმის გამო,რომ ღმერთმა არ მისცა მათ ის,რაც არ ეკუთვნით;და იშვიათად ნახავთ ადამიანს,რომელიც ბედნიერი და მადლიერია იმითაც,რაც ღმერთმა უბოძა.

დღეს სიცოცხლე კვდება,სიკვდილი კი ცოცხლობს..ბედნიერია ის,ვინც სიცოცხლის სიცოცხლეს და სიკვდილის სიკვდილს იხილავს


ყოველი ცოდვა სატანასთან გვაკავშირებს და სულაც არ არის საჭირო მასთან ხელშეკრულების გაფორმება.ყოველი მონანიება კი ღმერთთან გვაახლოებს და გადარჩენის შანსს გვაძლევს.

ადამიანის ფასი მის მიერ შექმნილით განისაზღვრება და არა იმით,თუ რა ერგო შთამომავლობით.

თუ გინდათ რომ უკეთესი გახდეთ,კარგად დაიმახსოვრედ საკუთარი ცოდვები და დაივიწყეთ სიკეთე.ასევე დაივიწყეთ სხვისი ცოდვები და კარგად დაიმახსოვრედ სიკეთე.ჩვენს სიკეთეს ღმერთი ხედავს და სხვისი სიკეთე ჩვენ უნდა დავინახოთ.
...


ნებისმიერი ადამიანი იმდენს გვიბედავს,რამდენის უფლებასაც ჩვენ მას ვანიჭებთ.

ნურასოდეს მიეცემით სასოწარკვეთილებას უსიამოვნების ან წარუმატებლობის გამო.იფიქრეთ იმაზე,ვინც თქვენზე უარეს მდგომარეობაშია და არა იმაზე,ვინც უკეთესად გრძნობს თავს.

მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგვიტევოს ის,რასაც ადამიანები არასოდეს გვაპატიებენ.

როგორ ფიქრობთ,დათანხმდებოდნენ ადამიანები,მათი ფიზიკური შესახედაობა მათივე სულის სიწმინდეზე რომ იყოს დამოკიდებული?-რა თქმა უნდა არა,ქვეყანა ხომ გონჯებით გადაივსებოდა.

ნუ დაგწყდებათ გული,თუ ლაპარაკი არ გეხერხებათ.მთავარი ეს როდია.უფრო მნიშვნელოვანია აზროვნება გეხერხებოდეთ.


ენა ერთერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა,რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია.მას შეუძლია სიყვარულით გააერთიანოს,შეკრას და სიკეთის სამსახურში ჩააყენოს უზარმაზარი ფიზიკური ძალა,მაგრამ შეუძლია დაშალოს და დაანგრიოს საუკუნეების მანძილზე რუდუნებით შექმნილი და შენახული.
...


სინდისს მოწყვეტილი ენა ისეთივე მტერია,როგორც სულზე კლანჭებით ჩაფრენილი სატანა,მაგრამ თუ ის პატიოსნებასთანაა შედუღებული,მასზე ძლიერი არაფერია ქვეყანაზე.


სჯობს კუს ნაბიჯით სწორ გზაზე იარო,ვიდრე ლეოპარდის სისწრაფით ოღრო-ჩოღრო ირბინო.

მოხარშული და შეკმაზული საკვები შეიძლება უფრო გემრიელი იყოს,მაგრამ ნაკლებად სასარგებლოა,ვიდრე ბუნების მიერ მორთმეული ნატურალური პროდუქტი.ასევეა ღვთის სიტყვაც,ის უფრო სასარგებლოა და ნაყოფიერი ჩვენი უფლის-იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული,ვიდრე ათასი არამკითხე მოამბის მიერ შელამაზებული და შეკოწიწებული,თუნდაც უფრო საამო იყოს სასმენად.ჭეშმარიტებას გადახარშვა და შეკმაზმვა არ სჭირდება.

თუ წვეულებაზე არ მიგიწვიეს,ეს როდია გულდასაწყვეტი.საწყენი ის არის,როცა უჭირთ და დახმარებისათვის არ მოგმართავენ.


ლოცვა იმისთვის კი არ მოუგონია ღმერთს,რომ გამუდმებით რაღაცას ვთხოვდეთ.ის ჩვენი სულის განსაწმენდელად არის საჭირო,თორემ უფალმა უჩვენოდაც კარგად იცის,რა გვჭირდება და რისი ღირსნი ვართ.
....


ძვალი თუ გაგეჩხირა ყელში,ის შეიძლება მეორე ძვლით ამოიღო,მაგრამ ერთ ცოდვას მეორით ვერაფრით ვერ გამოასწორებ.

სიბრმავე ან კოჭლობა რა თქმა უნდა ნაკლია,მაგრამ ის მხოლოდ სიცოცხლის ბოლომდე მიყვება ადამიანს.ხოლო როდესაც სული კოჭლდება ან ბრმავდება,ნაკლი კი არა ნაკლზე უფრო ნაკლია.

ხაჭაპური ძალიან მიყვარს,მაგრამ როცა საშუალება არ არის,ხმელა პურითაც კარგად დავნაყრდები.ღვთის სიტყვა და სიყვარული,ჰაერივით აუცილებელია,მაგრამ თუ ვხედავ,რომ მისი პოვნა ძნელია,ვერავითარი სხვა რელიგია ვერ დამაკმაყოფილებს.

პლაგიატობა მაშინაა მკრეხელობა,როდესაც სახელის მოხვეჭას და განდიდების მანიას ემსახურება,თორემ თუ იგი სიყვარულის და სიკეთის სამსახურში დგას,ალბათ დასაშვებიც არის და სასურველიც.განა მრავალი აზრი,რომელიც ადამიანის გონებას შეუქმნია და ენას გამოუთქვამს,პლაგიატობა არ არის შეცვლილი სახით,რომელიც ბიბლიიდან მოდის?



ტაძრის კარი ღიაა,მაგრამ შიგ შესვლა წარმოუდგენლად ძნელია და ერთეულთა ხვედრია.

კეთილი საქმე იმიტომ კი არ უნდა გვიხაროდეს,რომ ამით რაღაც მოგვემატება ღვთის თვალში,არამედ იმიტომ,რომ მოგვბაძონ და სხვამაც იგივე გააკეთოს.თითო ადმიანმა რომ თითო სიკეთეში მიბაძოს სხვას,ნელნელა ბოროტებასაც დავამარცხებთ.

კოჭლი და ხეიბარი უფრო ადრე შევა ღვთის სასუფეველში,ვიდრე ჯანმრთელი და კუნთმაგარი.კოჭლმა იცის ტკივილის ფასი და ის ფეხს სხვას არასოდეს დაუდებს.ჯანმრთელი კი,სანამ რამე არ ასტკივდება,სხვის ტკივილს ვერ გაიგებს.

თუ მონა იტყვის,რომ ზღვა ლურჯია,მის ნათქვამს ყურადღებას არავინ მიაქცევს.მაგრამ თუ მეფე იტყვის,რომ ლურჯი კი არა,წითელია,მას აღტაცებით დაუკრავენ ტაშს და მონას სიცრუისთვის დასჯიან.დღეს ჭეშმარიტება ნათქვამით კი არ ფასობს,არამედ იმით,თუ ვისგან არის წარმოთქმული.სწორედ ეს დაღუპავს კაცობრიობას.

უბრალო გლეხმა შეიძლება ლექსის ერთი სტროფი დაწეროს ისეთი,რომ სახელგანთქმული პოეტის მთელი შემოქმედბა რომ გადაქექო,მსგავსი ვერაფერი იპოვო.გენიალობა მრავალფეროვნებას კი არ ნიშნავს,არამედ დროზე,ზუსტად და ლამაზად ნათქვამ ჭეშმარიტებას.

ასი გამონათქვამიდან ერთი თუ ვინმეს მოეწონა,ის კი არ არის სიბრძნე,არამედ ის,ერთი ნათქვამი რომ ას კაცს მოეწონება.


ადამიანის აგებულება იმდენად ზუსტად შექმნა ღმერთმა,რომ ამ სრულყოფილებას ვერაფერი შეედრება ქვეყნად;და მხოლოდ გონებას მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება.ის კი არა მარტო ამ ზუსტად შექმნილ მექანიზმს ანგრევს,არამედ ყველაფერს ანადგურებს,რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია სახმარად და შესარგებად

კეთილშობილი ბრიყვი იმდენადვე საშიშია,რამდენადაც ბოროტი ჭკვიანი.

ის,ვისაც თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია,ვერასოდეს მივა ღვთის სასუფევლამდე.თავმდაბლობა რწმენის პირდაპირი გამოძახილია.

ვინც იტყვის,რომ სხვა საკუთარ თავზე მეტად უყვარს,ის ცრუ და ორპირია.ყოველი ადამიანი პირველ რიგში საკუთარი სულის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს,ხოლო სხვაზე ზრუნვა და თავგანწირვა სწორედ რომ ჭეშმარიტად ნათელი სულის გამოძახილია.

ჭეშმარიტ სულიერ სიამოვნებას ვერავითარი ფიზიკური სიამოვნება ვერ შეედრება ამ ქვეყანაზე.

პატიოსან კაცს მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა არ უნდა ეთაკილებოდეს.ისინი ხომ მართლაც ღვთიური სიტყვებია.

სიცრუე,რომელიც სიკეთეს,სიყვარულს და სათნოებას ემსახურება,კეთილშობილია და გამართლებული.

უგნურის მიერ ნასროლი ისარი ბუმერანგის ფუნქციას ასრულებს და ისევ მას უბრუნდება.


თუ ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია ვინმეს სიკეთე გავუკეთოთ,ენა ხომ ჩვენს ხელშია?ტკბილი სიტყვა და ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს,ვიდრე მატერიალური დახმარება.

ადამიანი მხოლოდ მაშინ მიაღწევს სრულყოფილებას,როცა ნაპოვნზე გული დაწყდება იმიტომ,რომ ვიღაცამ დაკარგა და დანაკარგი არ ეწყინება იმიტომ,რომ ვინმე იპოვის.დანაკარგი ჩვენია და მას შეეგუება ადამიანი,ნაპოვნი კი სხვისია და ვინ იცის რაოდენ ძვირფასი.

პატივი უნდა ვცეთ სწორედაც რომ იმ ადამიანებს,რომლებიც ამას არ იმსახურებენ,თორემ ღირსეული ადამიანები თავისთავად პატივცემულნი არიან.დაუმსახურებელი მოწყალება მადლიერების და სინანულის გრძნობებს აღძრავს ადამიანში და ეს ძალიან კარგია.

ყველაზე დიდი მოსამართლე ადამიანს საკუთარი თავის სახით ჰყავს.როგორიცაა მოსამართლე,ისეთივეა ადამიანიც.

ღმერთმა ადამიანს იმდენი მისცა,რომ დღეს ყველანი ფუფუნებაში უნდა ვცხოვრობდეთ,მაგრამ მან,თავისი უგუნურებით იმდენი მოახერხა,რომ ბევრი შიმშილით იხოცება.

სიყვარული და ბიბლია ისეთივე ძმები არიან,როგორიც ერთი დედის მუცლიდან ნაშობი ტყუპები,რომელთაც ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ.


"კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო"-მართალია,მაგრამ კარგი გაგონება სულაც არ ნიშნავს ნათქვამის ჭეშმარიტებას.

ადამიანი იმას კი არ უნდა ფიქრობდეს,სიკვდილის შემდეგ რა სახელს დატოვებს,არამედ იმაზე,თუ მისი სიცოცხლეში გაკეთებული ვის რა სიკეთეს მოუტანს.

ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვისაც უანგაროდ გაცემული სიკეთე გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს,ვიდრე მიღებული.

ძალადობით მხოლოდ ბოროტებამ შეიძლება გაიმარჯვოს.სიკეთეს მისი გამოყენება არ სჭირდება.

სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა,რომ დროა,სანამ უფლის წინაშე წარვსდგებით,ჩვენი სულის წონის დაკლებაზე ვიფიქროთ.

"ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო",მაგრამ ვერც ასი მოიყვანს,თუ ზამთარში მოფრინდნენ.

ბრძენი შეიძლება ერთხელ შეცდეს,მაგრამ შეცდომას აღარასოდეს გაიმეორებს.ბრიყვი კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ სისულელეს ჩაიდენს.

ხშირად და უსასრულოდ უღირს ადამიანებს ადიდებენ.დიადი ადამიანების კი სახელის ხსენებაც საკმარისია.

ზოგჯერ ადამიანს ერთი სიტყვით შეიძლება ისეთი რამ აგრძნობინო,რასაც ათასი წინადადებით ვერაფერს გააგებინებ.

ვინც ლანძღავს,მის ნაკლზე უფრო მიუთითებს,ვიდრე იმისაზე,ვისაც ლანძღავენ.


ზოგჯერ ერთი პატარა ფრაზა უფრო მეტ აზრს იტევს,ვიდრე ორატორის მთელი ლექცია.მჭერმეტყველება ყოველთვის სიბრძნეს როდი ნიშნავს?

უსიყვარულოდ გაკეთებული სიკეთე იგივეა,რაც უწყლოდ გაზრდილი ხე,რომელიც მალე ხმება და მოსაჭრელი ხდება.

რა შეიძლება იყოს იმ ტკივილზე ძლიერი,რასაც ღრმა სინანული იწვევს ჩადენილი შეცდომების გამო?

ჭორს აყოლილი კაცი ქარს გაყოლილი ფარატინა ქაღალდივით უტვინო და უმწეოა.

დიადი ადამიანები ხშირად ჩვენს გვერდით არიან,მაგრამ შურის,ბოღმის და ამპარტავნობის გამო ვერ ვამჩნევთ და არ ვაფასებთ მათ.შემდეგ კი მათზე ლეგენდები იქმნება.

ღვთის მგმობელი კაცის მოკეთედ ვერ გამოდგება.

ვინც ხშირად იფიცება,ის ბევრად უფრო ცრუა,ვიდრე ის,ვინც არ იფიცება არასოდეს.ხშირი ფიცი ხომ ბავშვებს ახასიათებთ ონავრობის დასამალად?ჭეშმარიტებას ფიცი არ სჭირდება.

მათხოვრის ნაჩუქარი ცივი ჭადის ნატეხი უფრო მადლიანია,ვიდრე ხაბაზის მიერ მორთმეული ცხელი შოთის პური.
საჩუქრის ფასი მჩუქნელით განისაზღვრება და არა მისი ღირებულებით,წონით ან რაოდენობით.

ქალის მომხიბლვლელობა სხეულისა და სულის ჰარმონიული მშვენიერებით განისაზღვრება და არა მოკლე კაბით,ამოღებული მკერდით და სურნელოვანი სუნამოთი.

სადაც მძორია,ყვავ-ყორნებიც იქ ტრიალებენ.

ადამიანი ჭუჭყიან თეფშს ვერ იტანს და ხშირად რეცხავს მას,გაბინძურებული სულით კი ზოგჯერ მთელი ცხოვრება დადის.

ვინც ფიზიკურისკენ მიისწრაფის,ფიზიკური დასვენება ელოდება,ვინც სულიერისკენ-სულიერი.მატერიის მოყვარული მატერიად იქცევა და სულის მოყვარული-სულად.

ვისაც დღეს წკიპურტს არტყმევინებ,ხვალ პანღურს ამოგარტყამს და ნუღა გაგიკვირდება.


ადამიანი ნაკლის გამო კი არ უნდა გვძულდეს,არამედ იმ სიკეთის გამო უნდა გვიყვარდეს,რაც გააჩნია.განა შეიძლება თხილი ნაჭუჭის გამო გძულდეს და გულის გამო არ გიყვარდეს?

არაფერი გამოხატავს ადამიანის რაობას ისე,როგორც თვალები.თავისი ზრახვების დასამალად ადამიანს შეუძლია შეიცვალოს ხმა,კილო,ინტონაცია,მანერები,სახის გამომეტყველება და მრავალი სხვა.მაგრამ თვალები,თვალები...

მთავარი ის კი არ არის,რომ რაიმე ორიგინალური თქვა,არამედ ის,რომ ამ ნათქვამში სიკეთის და სიყვარულის მარცვალი იდოს.

ადამიანები ათას წვრილმანს ვეპოტინებით და ვერ ვამჩნევთ ირგვლივ მყოფ უამრავ ძვირფას ადამიანს;და რა გვიან ვხვდებით,თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის მიერ ბოძებული ყოველი წუთი,რომელიც სიყვრულში,სიკეთესა და სათნოებაში უნდა გავატაროთ.

ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის ვინც საკუთარ ცოდვებს ინანიებს.ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვინც სხვის ცოდვებსაც ინანიებს.სხვისთვის ლოცვა არის სწორედ მათი მოცდვების მონანიება.


ვისაც სხვისი მიტევება არ შეუძლია,მას არც სიყვარული შეუძლია.
სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:
   

Tags:

 
Interesting
positive votes: 18  |  negative votes: 0

Write comment:

ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვისაც უანგაროდ გაცემული სიკეთე გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს,ვიდრე მიღებული.
#7, 29.04.2012 - 18:15
ადამიანი ნაკლის გამო კი არ უნდა გვძულდეს,არამედ იმ სიკეთის გამო უნდა გვიყვარდეს,რაც გააჩნია.განა შეიძლება თხილი ნაჭუჭის გამო გძულდეს და გულის გამო არ გიყვარდეს?
30.04.2012 - 11:47
კეთილშობილი ბრიყვი იმდენადვე საშიშია,რამდენადაც ბოროტი ჭკვიანი.
#6, 29.04.2012 - 16:47
ჭორს აყოლილი კაცი ქარს გაყოლილი ფარატინა ქაღალდივით უტვინო და უმწეოა.
29.04.2012 - 16:49
#5, 28.04.2012 - 23:01
29.04.2012 - 08:39
ენა ერთერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია სხეულისა,რაც კი ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია.მას შეუძლია სიყვარულით გააერთიანოს,შეკრას და სიკეთის სამსახურში ჩააყენოს უზარმაზარი ფიზიკური ძალა,მაგრამ შეუძლია დაშალოს და დაანგრიოს საუკუნეების მანძილზე რუდუნებით შექმნილი და შენახული.
#4, 28.04.2012 - 23:01
მათხოვრის ნაჩუქარი ცივი ჭადის ნატეხი უფრო მადლიანია,ვიდრე ხაბაზის მიერ მორთმეული ცხელი შოთის პური.
საჩუქრის ფასი მჩუქნელით განისაზღვრება და არა მისი ღირებულებით,წონით ან რაოდენობით.
29.04.2012 - 08:38
eka------- (39)
ქალის მომხიბლვლელობა სხეულისა და სულის ჰარმონიული მშვენიერებით განისაზღვრება და არა მოკლე კაბით,ამოღებული მკერდით და სურნელოვანი სუნამოთი.არაფერი გამოხატავს ადამიანის რაობას ისე,როგორც თვალები.თავისი ზრახვების დასამალად ადამიანს შეუძლია შეიცვალოს ხმა,კილო,ინტონაცია,მანერები,სახის გამომეტყველება და მრავალი სხვა.მაგრამ თვალები,თვალები... mokled kvela momecona lel mpua shen!!!
#3, 28.04.2012 - 16:29
ადამიანები ათას წვრილმანს ვეპოტინებით და ვერ ვამჩნევთ ირგვლივ მყოფ უამრავ ძვირფას ადამიანს;და რა გვიან ვხვდებით,თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის მიერ ბოძებული ყოველი წუთი,რომელიც სიყვრულში,სიკეთესა და სათნოებაში უნდა გავატაროთ.
28.04.2012 - 21:36
მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოგვიტევოს ის,რასაც ადამიანები არასოდეს გვაპატიებენ.

ჭეშმარიტი ქრისტიანი ის კი არ არის ვინც საკუთარ ცოდვებს ინანიებს.ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის,ვინც სხვის ცოდვებსაც ინანიებს.სხვისთვის ლოცვა არის სწორედ მათი მოცდვების მონანიება.
#2, 28.04.2012 - 16:07
მთავარი ის კი არ არის,რომ რაიმე ორიგინალური თქვა,არამედ ის,რომ ამ ნათქვამში სიკეთის და სიყვარულის მარცვალი იდოს.
28.04.2012 - 16:09
agni121 (39)
ლოცვა იმისთვის კი არ მოუგონია ღმერთს,რომ გამუდმებით რაღაცას ვთხოვდეთ.ის ჩვენი სულის განსაწმენდელად არის საჭირო,თორემ უფალმა უჩვენოდაც კარგად იცის,რა გვჭირდება და რისი ღირსნი ვართ.

უსიყვარულოდ გაკეთებული სიკეთე იგივეა,რაც უწყლოდ გაზრდილი ხე,რომელიც მალე ხმება და მოსაჭრელი ხდება.
#1, 28.04.2012 - 14:55
თუ ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია ვინმეს სიკეთე გავუკეთოთ,ენა ხომ ჩვენს ხელშია?ტკბილი სიტყვა და ღიმილი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ფასობს,ვიდრე მატერიალური დახმარება.
ise momewona ar mindoda romelime amomeklo,magram blogze ar daetia da amitom linki mivutite
28.04.2012 - 15:21
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.