Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
megi- blog
მწამს მამა ღმერთის ძლიერი
მთელი სამყაროს მპყრობელი
ხილულ და არა ხილულიs
ყველა სულდგმულის მშობელი
აქვე უფალი ძე ღვთისა
ქრისტე სულისგან ხმობილი
ნათელისაგან ნათელი
ჭეშმარიტ ღმერთის შობილი
ერთ არსი მამიs არ ქმნილი
განკაცდა გახდა ეული
ხორცი სულისგან შეისხა
გამჩენიs,დედა ქალწულში
გაჩნდა, უგნურმა შერისხა
ჯვარს აცხეს გახდა ჯვარცმული
ძალზედ აწამეს, დაეფლო
გახდა ცოცხლადვე ტანჯული
იმ დღიდან, მესამე დღესა
კვლავ აუძგერდა მას გული
აღსდგა ზეცაში ამაღლდა
მამის მარჯვენით ჩამოჯდა
სადაც თავს გრძნობდა ლაღადა
ქვეყანას კვლავ მოევლინა
განსჯითა მაცხოვარისა
ამ ქვეყნად მისი სუფევა
გახდა სინათლე თვალისა
სული წმინდა და უფალი
მამისგან გამომავალი
თაყვანი ვცეთ და ვადიდოთ
თვით აწმყო და მომავალი
ვაშენოთ ღვთის სალოცავი
ეკლესია და ტაძარი
ცოდვათა მისატევებლად
გული მუდმივად მზად არი
ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ
მართმადიდებლის წესია
სამების ხატზე ვლოცულობთ
მორჩილნი და ეკლესია .

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline megi- (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2018 Face.ge - all rights reserved.