Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
babuna blog

.........................

მე წავალ შენგან შემოდგომის სევდიან ღამეს,

და დაგიტოვებ ყვითელ ფოთლებს, შემკრთალ იმედებს,

ფიქრებს გაცრეცილს, მოგონებად ქცეულ წამებსაც,

შეველევი და უყოყმანოთ გამოვიმეტებ...

მე წავალ შენგან, გავიყოლებ სევდის ნამსხვრევებს,

გულს გადავუშლი ფურცლებს და ნანატრ სტრიქონებს,

მერე იწვიმებს, ნაცრისფერი იქნება დილა,

ვივლი წვიმაში,ვიოცნებებ და მოგიგონებ...

მოგენატრები,ერთხელ მაინც მოგენატრები,

სიგარეტის კვამლს გააყოლებ მზერას ფიქრებად,

სულ ერთი წამით გაიელვებს ჩემი ხატება

სულ ერთი წამით, ჰოი როგორ გაგიჭირდება...

მე წავალ შენგან შემოდგომის ლამაზ საღამოს,

წავალ ამაყად, არც რამეს გთხოვ, არც დაგპირდები,

მერე იწვიმებს სევდანარევ წვიმიან ღამეს

ქუჩის კუთხეში ჩამოვჯდები და ავტირდები...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.